მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენი ინფორმაციით, 10-15 ადამიანი უნდა იყოს ნანგრევებში მოყოლილი“ - გომელაური

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში გომელაურმა აღნიშნა, ამ მოცემულობაში უფრო სწრაფად მუშაობა ვერ ხერხდება.

მინისტრის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანების გადარჩენა მოხერხდეს.

„ნამდვილად მძიმე სიტუაციაა. კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ჩვენ გამოძიება დავიწყეთ, რა თქმა უნდა. დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი ნანგრევებში.

2 ადამიანი კონტაქტზე გამოდის, ცოცხლები არიან, თუმცა, ვერ გვეუბნებიან დაბლა არიან თუ ჩავარდნილი არიან ნანგრევებში. ასეულობით მაშველია ჩართული, არ არის იმის საშუალება, რომ 100 და 200 ადამიანი ავიდეს ნანგრევებზე, მობილიზებულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების, მერიის მუნიციპალიტეტების სამსახურები.

ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა ამ შემთხვევაში სწრაფად მუშაობა, ფიზიკურად ვერ გამოდის. ჩვენი მაშველები პროფესიონალურად მუშაობენ“, - აცხადებს გომელაური.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებიდან მაშველებმა სამი პირი, მათ შორის ორი ბავშვი ამოიყვანეს.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)

„მოდიოდა ქვები, ლოდები, ბურუსი იყო მთელ სალონში“ - სალონის თანამშრომელი

⭕პირველადი ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად გაზის აფეთქება გამოირიცხა

⭕ ბათუმში ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს (ვიდეო)

„პირველ სართულზე სახლს ანგრევდნენ“ - დაშავებული ბავშვის მამის პირველი კომენტარი