მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ექსპერტიზის საბოლოო დასკვნამდე შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით, ეს ადამიანები დარჩებიან უსაფრთხო ფართში“ - ლელა სურმანიძე

ლელა სურმანიძე

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის განცხადებით, პირი ვინც პირველ სართულზე, ბინის შიგნით აწარმოებდა სარემონტო სამუშაოებს, მერიისგან ნებართვას არ საჭიროებდა.

მისივე თქმით, რაც შეეხება იქ მცხოვრებ მოქალაქეებს, სანამ არ დაიდება ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით, ეს ადამიანები დარჩებიან უსაფრთხო ფართში.

„ადამიანი აწარმოებდა სარემონტო სამუშაოებს ბინის შიგნით. ასეთ სამუშაოებს არ ესაჭიროება ნებართვა მერიიდან. იმის თაობაზე, რომ რაიმე სხვა ტიპის სამუშაოები - კედლების ნგრევა და ა.შ. მიმდინარეობდა, არც სატელეფონო, არც წერილობითი შეტყობინება არც მერიაში, არც მუნიციპალურ ინსპექციაში არ შემოსულა, აქედან გამომდინარე, არ ყოფილა არანაირი რეაგირება“, - აცხადებს სურმანიძე.

ინფორმაციისთვის, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 12:00 საათზე ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

სამაშველო ოპერაციაში 300-მდე მაშველი მონაწილეობდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი კი, 36 წლის ქალი ინგა მეკეიძე, 9 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ აგრეთვე:

📣„დიდია მწუხარება, რომელიც ახლახან ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა, ღმერთს შევთხოვ, მოგვცეს გამძლეობა“ - ილია II

📣10 ოქტომბერს ტაძრებში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება

📣საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა