მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა - თამთა მეგრელიშვილი

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

„მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა. ოპერაცია 23 სექტემბერს ჰოლანდიაში გაკეთდა. მიხეილ სააკაშვილი კი არ შიმშილობს, არამედ ვერ ჭამს!“, - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე სცენარისთვის იყო მზად:

„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლამდე მზად იყო სცენარისთვის - გამოსულიყო „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე და მოეხდინა პოლიტიკური ფურორი; მიხეილ სააკაშვილი მზად იყო სცენარისთვის - სატვირთო მანქანის მაცივარში მჯდომი როგორ გაიტაცეს უცხო ქვეყნის სპეც სამსახურებმა; მიხეილ სააკაშვილი მზად იყო სცენარისთვის - დაეჭირათ და მოეთავსებინათ საპყრობილეში.

ის დღეს ზის ქართულ ციხეში და კი არ შიმშილობს, არამედ ვერ ჭამს! ვინმემ უთხარით ელენე ხოშტარიას, რომ ტყუილად შიმშილობს რა, უთხარით ამ გოგოს სიმართლე რა... ასე დასრულდა სააკაშვილის თავგანწირვა შიმშილობით დაამტკიცოს საქართველოსადმი სიყვარული.

კუჭის რეზექციის შემდეგ ადამიანი გარკვეული დროის განმავლობაში საკვებს ვერ იღებს, წყალსაც კი ზომიერად სვამს. მაინც ყოჩაღ მიშას რეზექციის მერე ლიტრობით ლიმონათი აქვს დალეული“, - ამბობს მეგრელიშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

✔️ „ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას“ - სააკაშვილი

✔️ „მტრის ჯინაზე არ მოვკვდები და აუცილებლად დაგელოდებით, რათა მოვიპოვოთ საქართველოს გამარჯვება“ - მიხეილ სააკაშვილი