მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მტრის ჯინაზე არ მოვკვდები და აუცილებლად დაგელოდებით, რათა მოვიპოვოთ საქართველოს გამარჯვება“ - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებაში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებმა მოინახულეს და მისი მორიგი წერილი საზოგადოებას გააცნეს.

ექსპრეზიდენტი ხალხს აქციებში მონაწილეობას, ემიგრანტებს კი ქვეყანაში დაბრუნებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

„ჩემი დაკვირვებითა და გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ დღეს საზოგადოება ბევრად უფრო მზადაა ძირეული ცვლილებებისთვის, ვიდრე ვარდების რევოლუციის წინ. ახლა ბევრად უფრო ინფორმირებულია, წინ წასულია და რაც მთავარია, ერთიანია, ვიდრე მაშინ.

ჩვენმა საზოგადოებამ მოახდინა 30-ში საარჩევნო რევოლუცია, ახლა ამ საარჩევნო რევოლუციის განვითარებისა და რიგგარეშე არჩევნებში გადაზრდის დროა. მთლიანად მხარს ვუჭერ გამარჯვებული მერებისა და სხვა ოპოზიციონერების პოზიციას, რომ ერთდროულად გაიმართოს აქციები ბევრ ადგილას. ეს ეფუძნება სერბულ მაგალითს: ჯერ მილოშევიჩმა მიითვისა ადგილობრივი არჩევნები იუგოსლავიაში მას შემდეგ, რაც გაიმარჯვა ოპოზიციამ, ხოლო შემდეგ ოპოზიციამ მოაწყო აქციები ბევრ ადგილას და წავიდნენ ბელგრადისკენ.

რატომაა მნიშვნელოვანი აქციები ბევრ ადგილას ერთდროულად? იმიტომ, რომ ივანიშვილს ჰყავს ძალიან შეზღუდული რაოდენობის ბოლომდე ლოიალური პოლიციის შენაერთები და მათ დაატარებს წინ და უკან. ამგვარად, მოუხდება ძალების დაფანტვა და ვერ შეძლებს ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას.

მთელი საქართველო უნდა დაიძრას თბილისში შემდეგ კვირას და როგორც კი თარიღი გამოცხადდება, ემიგრანტებმა 1 დღე უნდა აჩუქონ საქართველოს, რომელზეც გუშინ მოგმართეთ. მე მხარს ვუჭერ ოპოზიციონერების გეგმას, რომ ჩამოვიდეთ და არ დავიშალოთ. ახლა მთავარია მრავალრიცხოვნობა და თქვენ, დიახაც, რომ წარმოადგენთ ქართველი საზოგადოების უმრავლესობას.

ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე და მობილური. არ ვიცი შიმშილობის რომელი დღე იქნება, მაგრამ მტრის ჯინაზე არ მოვკვდები და აუცილებლად დაგელოდებით, რათა მოვიპოვოთ და ვიზეიმოთ საქართველოს გამარჯვება.

მეგობრებო, შაბათის აქციაზე უნდა გამოვიდეთ ბევრი და მრავალრიცხოვანი. ეს არის საშუალება იმისთვის, რომ შევაჩეროთ ფასების ზრდა, კორუფცია, სიღატაკე და ერთხელ და ერთხელ და სამუდამოდ ამოვიყვანოთ ქვეყანა ჭაობიდან“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

ამავე თემაზე:

✔️ „თქვენ გგონიათ, ის ადამიანები ვართ, ყოფილი პრეზიდენტის ან რომელიმე ადამიანის ციხეში შიმშილი რომ უხარია?“ - ქადაგიშვილი

✔️ „მანდატები სააკაშვილის მოსანახულებლად და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად გვჭირდება“ - ხატია დეკანოიძე

✔️ „ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას“ - სააკაშვილი