მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოში მალე ჩამოვალ“ - სააკაშვილის მეუღლე მიმართვას ავრცელებს

სააკაშვილის ცოლი

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ლიზა იასკო უკრაინიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოში არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება, რადგან პირადი ხასიათის სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდებოდა მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ურთიერთობის შესახებ, და მინდოდა ეს არ ყოფილიყო ნომერ პირველი ახალ ამბებში. პირადი ახლა აბსოლუტურად უმნიშვნელოა. მთავარი ახლა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება უკანონო პატიმრობაში და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობამ დაიცვას არჩევნების შედეგები მეორე ტურშიც და მიღწეულ იქნეს ცვლილებები, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას სურს“, - აცხადებს ლიზა იასკო.

მან მიმართვაში „ჰეითერებსაც“ უპასუხა და აღნიშნა, რომ აფასებს მიხეილ სააკაშვილის გამბედაობას, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნისთვის ბრძოლაში გამოიჩინა და საქართველოში სიცოცხლის რისკის ფასად დაბრუნდა.

„ვიცი, რას ნიშნავს, როცა კვდები საკუთარი ქვეყნისთვის. ვიცი, როგორ შეუძლია ამის გაკეთება ადამიანს, რომელიც მიყვარს. მისი საქციელი ძალიან დასაფასებელია და დიდ პატივისცემას იმსახურებს“, - აღნიშნა ლიზა იასკომ.

სააკაშვილის მეუღლემ, ასევე, განაცხადა, რომ საქართველოში მალე ჩამოვა.

მან გაამხნევა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოს გვერდით დგას.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, დღეს 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი კიევისგან ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴„ზელენსკი სააკაშვილის დაკავებით შეშფოთებულია“ - უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი

🔴 „სააკაშვილის განაჩენები აღსრულდება ქართულ მიწაზე, ქართულ ციხეში“ - თეა წულუკიანი

🔴 „მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში“ - ირაკლი კობახიძე

🔴 სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას - უკრაინელი ექსპერტი

🔴 „არ გამოვრიცხავ, ქართულმა სახელმწიფომ უკრაინას გადასცეს მიხეილ სააკაშვილი“ - ვახტანგ ძაბირაძე

🔴 „უკრაინის პრინციპული პოზიციაა, არ ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში“ - უკრაინის საგარეო უწყება