მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

ოპოზიციის აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების აქცია დაიწყო. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადადის და ხელისუფლების მოქმედებების წინააღმდეგ პროტესტს განაგრძობს.

ოპოზიცია ბრძოლის გაგრძელებას ყველა სამართლიანი და მშვიდობიანი მეთოდით აპირებს.

აქციის მონაწილეები ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ და ითხოვენ მის გათავისუფლებას, ისევე, როგორც სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა, 23 თებერვალს დაახლოებით 09:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს.

ოპოზიციის ლიდერი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ის, რაც დღეს საქართველოში მოხდა შემაშფოთებელია“ - ანდერს ფოგ რასმუსენი

✔️„უთანხმოების მოსაგვარებლად ძალის გამოყენების ნაცვლად, საჭიროა სათანადო დიალოგის წარმოება“ - ურმას პაეტი მელიას დაკავებაზე