ყველა სიახლე
გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ცნობილი კონსერვატიული პოლიტიკური აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტოს აქვეყნებს და საზოგადოებას მის იდენტიფიცირებაში დახმარებას სთხოვს. FBI-ი 100 000 დოლარამდე ჯილდოს აწესებს ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ჩარლი კირკის მკვლელობაში პასუხისმგებელი პირის, ან პირების იდენტიფიცირებას და დაკავებას.ცნობისთვის, 31 წლის კონსერვატორ კომენტატორ ჩარლი კირკს იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.ჩარლი კირკის მკვლელს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, თავდამსხმელი სახურავიდან გადახტა და მიიმალა. We are asking for the public's help identifying this person of interest in connection with the fatal shooting of Charlie Kirk at Utah Valley University. 1-800-CALL-FBIDigital media tips: https://t.co/K7maX81TjJ pic.twitter.com/ALuVkTXuDc — FBI Salt Lake City (@FBISaltLakeCity) September 11, 2025 The FBI is offering a reward of up to $100,000 for information leading to the identification and arrest of the individual(s) responsible for the murder of Charlie Kirk on September 10, 2025, at Utah Valley University in Orem, Utah. Contact 1-800-CALL-FBI and submit photos and… pic.twitter.com/ReuzFhdm0H — FBI (@FBI) September 11, 2025
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა, რომ „პაკშის“ ატომური ელექტროსადგურის გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ პროექტის განხორციელებაზე გავლენას არ მოახდენს.სიარტოს თქმით, ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილება „არანაირად არ ზღუდავს, ან ანელებს“ უნგრეთის ერთადერთი ატომური ელექტროსადგურის, „პაკშ II“-ის, პროექტის განხორციელებას.მან დასძინა, რომ მომდევნო ათწლეულის დასაწყისში იგეგმება გაფართოებული ატომური ელექტროსადგურის ორივე ბლოკის ელექტროქსელთან მიერთება.ცნობისთვის, ევროკავშირის სასამართლოს 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა ევროკომისიის 2017 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც დამტკიცდა საინვესტიციო მხარდაჭერა უნგრეთის მთავრობის მიერ ორი ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობისთვის.ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრმა იანოშ ბოკამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის ნათქვამი, რომ ინვესტიცია სახელმწიფო შესყიდვების წესებს არ შეესაბამება.„პაკშ II“-ის პროექტი, რომელიც „პაკშის“ ატომური ელექტროსადგურის გაფართოებას ითვალისწინებს და რომელსაც რუსული სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ განახორციელებს, უნგრეთის მთავრობამ 2022 წლის ზაფხულში დაამტკიცა.
შეერთებულმა შტატებმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდი დააწესა, რაც პრეზიდნტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ვაშინგტონის მიერ ირანის მოკავშირე დაჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ყველაზე მასშტაბური ქმედებაა.აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ჰუსიტების“ მხრიდან სახსრების მოზიდვის, კონტრაბანდისა და თავდასხმის ოპერაციების ჩაშლის მიზნით, სანქციები 32 ფიზიკური და იურიდიული პირის, ასევე, ოთხი გემის წინააღმდეგ დაწესდა.სამიზნეებს შორისაა ჩინეთში დაფუძნებული რამდენიმე კომპანია, რომლებიც, ფინანსთა სამინისტროს თქმით, დაჯგუფებას სამხედრო დანიშნულების კომპონენტების ტრანსპორტირებაში ეხმარებოდნენ, ასევე, სხვა კომპანიები, რომლებიც „ჰუსიტებისთვის“ ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდებას უწყობდნენ ხელს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სანქციები ასევე ნავთობის კონტრაბანდისტებსა და „ჰუსიტებთან“ დაკავშირებულ გადაზიდვის კომპანიებს ეხება.
ყველამ დაიმახსოვროს, რომ ქრთამის აღება იქნება, თანხის მითვისება, თუ გაფლანგვა, კანონის წინაშე ყველანი სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა.მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლას მამუკა მდინარაძის ხელი უკვე დაეტყო.„რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, ყოფილი თუ მოქმედი, ვინც კი გაბედავს და შეეცდება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის, ანუ ხალხის თანხის მითვისებას და საკუთარ ჯიბეში ჩადებას, საკუთარი კეთილდღეობის აწყობას, ყველამ ძალიან კარგად დაიმახსოვროს, რომ კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. ამას აკეთებს კიდეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. კორუფციასთან ბრძოლას ბატონი მამუკა მდინარაძის ხელი უკვე დაეტყო. ყველამ დაიმახსოვროს, რომ ქრთამის აღება იქნება, თუ თანხის მითვისება, გაფლანგვა, კანონის წინაშე ყველანი სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საბოლოოდ მიხვდება რუსეთის მმართველთან „მეგობრული შეთანხმების მიღწევის“ მცდელობის უშედეგობას და თავის მიდგომას შეცვლის. ამის შესახებ მან ამერიკულ PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.სიკორსკის ჰკითხეს, სჯერა თუ არა, რომ დონალდ ტრამპი ადრე თუ გვიან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გადაწყვეტს.„დროა, პრეზიდენტმა ტრამპმა დაინახოს, რომ პუტინი მას დასცინის. ალასკის სამიტამდე და სერიოზულ სამშვიდობო მოლაპარაკებებამდე მოსალოდნელი ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად, პუტინი სულ უფრო და უფრო მეტ დრონს იყენებს - ჯერ უკრაინის, ახლა კი ნატოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.„ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ამ პროცესის დასასრულს ჩვენ ვიხილავთ სერიოზულ კოორდინირებულ ქმედებებს, რათა პრეზიდენტმა პუტინმა გააცნობიეროს, რომ რუსეთის იმპერიის აღორძინების მის ეგზოტიკურ პროექტს არანაირი შანსი არ აქვს“, - დასძინა მან.მისივე თქმით, პოლონეთი პატივს სცემს რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური საშუალებებით შეჩერების მცდელობებს და, რა თქმა უნდა, ისურვებდა უკრაინისთვის სწრაფ მშვიდობას.„მაგრამ, ჩვენი აზრით, პუტინი მხოლოდ მკაცრ ნაბიჯებზე რეაგირებს. პუტინი დიდი ხანია, ბოროტად იყენებს პრეზიდენტ ტრამპის კეთილგანწყობას“, - განაცხადა სიკორსკიმ.
იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ომში ჩათრევის უდიდესი რისკის წინაშე იდგა, თავდაცვის მინისტრი ბრალდებულია ჯარის, თავდაცვის ძალების თანხების მითვისებაში. შემაშფოთებელი ფაქტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.მისივე თქმით, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობა ეტაპობრივად ცნობილი გახდება.„ბატონი ბურჭულაძის დაკავებას რაც შეეხება, უპირველესად, არასასიამოვნოა ის ფაქტი, როდესაც საუბარი არის შენი გუნდის ყოფილ წევრზე და ადამიანზე, რომელიც იკავებდა უმაღლეს თანამდებობას და, კერძოდ, თავდაცვის მინისტრის პოზიციას. თუმცა, მეორე მხრივ, წარმოუდგენელია ის ფაქტი, როდესაც ვხედავთ ასეთ ბრალდებას თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ. წარმოუდგენელია, რადგან კარგად გვახსოვს ის პერიოდი, რომელ პერიოდში იკავებდა ეს ადამიანი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას. როდესაც, პირდაპირი მნიშვნელობით, ხდებოდა ღია და უხეში შეტევა ჩვენი ქვეყნის მიმართ და, პირდაპირი მნიშვნელობით, გავდიოდით დანის პირზე და იდგა ქვეყნის გადარჩენის საკითხი. დღესაც ეს საფრთხე არსად წასულა. ომში ჩათრევის უდიდესი რისკის წინაშე იდგა საქართველო. ამ ურთულეს პერიოდში ზეწოლა მიმდინარეობს ქვეყანაზე, ყველა ინსტიტუციაზე, თანამდებობის პირზე, კარგად გახსოვთ, მარტო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ როგორი ზეწოლა მიმდინარეობდა, მათ შორის, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრზე, იქნებოდა აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება. ასეთ დროს კი იკავებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოზიციას და ბრალდებაში ვისმენთ, რომ ბრალდებულია ჯარის, თავდაცვის ძალების თანხების მითვისებაში, შემაშფოთებელი ფაქტია. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ყველანი ვხედავთ, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ვიცით ის, რაც გაჟღერდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობასაც, ეტაპობრივად, რაც საჭირო იქნება, გააცნობენ საზოგადოებას შესაბამისი უწყებები“, – განაცხადა კირცხალიამ. ცნობისთვის, სუსმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა.
კანონს ვინც დაარღვევს, ყველა აგებს პასუხს, ეს ვრცელდება ყველაზე, ჩვენს ყოფილ თანაგუნდელებზე, მოქმედ, თუ არამოქმედ თანამდებობის პირებზე, პოლიტიკაში მყოფ პირებზე, არ აქვს მნიშვნელობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.კირცხალიას თქმით, ყველამ მოისმინა თანამდებობის პირებისთვის ქრთამის შეთავაზებაზე ლევან ხაბეიშვილის მოწოდებები და აღნიშნა, რომ ე.წ. პოლიტიკოსი კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ მის თითოეულ სიტყვას მნიშვნელობა აქვს.„ლევან ხაბეიშვილის დაკავებას რაც შეეხება, ერთია პოლიტიკური და მეორეა – სამართლებრივი შეფასება. ყველამ კარგად ვნახეთ მისი პირდაპირი მოწოდებები, ქრთამის შეთავაზება თანამდებობის პირებისთვის. ე.წ. პოლიტიკოსი კარგად უნდა ხვდებოდე, რომ თითოეულ შენს სიტყვას, მოწოდებას უნდა უფრთხილდებოდე. არ აქვს მნიშვნელობა, რა ზომის აუდიტორიაზეა საუბარი. სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაში მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია, შენობების მშვიდობიანი დაწვა, პოლიციელების მშვიდობიანი დასახიჩრება – კარგად ვნახეთ მათი სახე. პირდაპირ ეთერში ვისმენდით დანაშაულის შემცველ მოწოდებებს, რომელიც ეხებოდა ქრთამის მიცემას და შეთავაზებას მოქმედი თანამდებობის პირებისთვის, სახელმწიფო მოხელეებისთვის. აქაც მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი უწყებები გააცნობენ საზოგადოებას გამოძიების მიმდინარეობას“, – აღნიშნა კირცხალიამ.ამასთან, ირაკლი კირცხალიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მურთაზ ზოდელავას დაკავებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.„თუ არ ვცდები, გადამალვის ფაქტზე დააკავეს. ინდულგენცია ვერავისთვის იქნება პოლიტიკოსობა. არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს. საუბარი როდესაც გვაქვს კანონის დარღვევაზე, კანონის უპატივცემულობაზე, სამართალდარღვევაზე, ინდულგენცია არ ვრცელდება არავისზე. ასე რომ, ვინც დაარღვევს კანონს, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე. ეს ვრცელდება ყველაზე, ჩვენს ყოფილ თანაგუნდელებზე, მოქმედ, თუ არამოქმედ თანამდებობის პირებზე, პოლიტიკაში მყოფ პირებზე, არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც არღვევ კანონს, გიწევს კანონის წინაშე პასუხისგება. ეს უნდა გაიაზროს აბსოლუტურად ყველამ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის თავმჯდომარეობით მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომის მონაწილეებმა ქვეყნის მასშტაბით საიუბილეო თარიღის აღნიშვნის მიზნით, საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. კერძოდ, ღონისძიებებში უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ჩართულობა და იუბილეს ჩატარების ვადები განიხილეს.გივი მიქანაძის განცხადებით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საიუბილეო თარიღი თავისი მნიშვნელობით გრანდიოზულ აღნიშვნას იმსახურებს და მისასალმებელია, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი წრეების მხრიდან ინტერესი დიდია.აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, სპეციალური კომისია სწორედ იუბილეს აღსანიშნავად დამტკიცდა და მას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ხელმძღვანელობს.კომისიის შემადგენლობაში შედიან მთავრობის, საპატრიარქოს, სამეცნიერო ინსტიტუტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების კონცეფცია ეფუძნება ისეთ პრინციპებს, როგორიცაა მეცნიერების ისტორიული როლის წარმოჩენა, გამორჩეული მეცნიერების წარდგენა, დაფასება, ახალგაზრდა მეცნიერების მოტივაციის გაზრდა, საერთაშორისო სამეცნიერო კავშირებისა და პარტნიორობის გაძლიერება.
გარდაცვლილ ჩარლი კირკს „თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი“ გადაეცემა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იუტას კოლეჯის კამპუსში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ტრამპის თქმით, ჩარლი კირკი მილიონობით ადამიანისთვის შთაგონების წყარო იყო.„ჩარლი თავისი თაობის გიგანტი, თავისუფლების დამცველი და მილიონობით ადამიანისთვის შთაგონების წყარო იყო“, – აღნიშნა ტრამპმა.ცნობისთვის, 31 წლის კონსერვატორ კომენტატორ ჩარლი კირკის იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.ჩარლი კირკის მკვლელს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, თავდამსხმელი სახურავიდან გადახტა და მიიმალა. მედიის ცნობით, პოლიციას სავარაუდო დამნაშავის ფოტოებიც აქვს, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ მათი გავრცელებისგან თავს იკავებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, კოლეჯის ასაკისაა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია TAV Airports-ს საქართველოში საქმიანობის 20 წლის იუბილე მიულოცა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა კომპანიის ხელმძღვანელობას, ადგილობრივ მენეჯმენტს და თანამშრომლებს საქართველოს საავიაციო სექტორის გაძლიერებისთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.„ავიაციის ინდუსტრიას, სამოქალაქო ავიაციას გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი, საკვანძო როლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ დღეს ამაყები ვართ, რადგან ერთად ვუყურებთ ავიაციის ინდუსტრიის, სამოქალაქო ავიაციის უპრეცედენტო ზრდის დინამიკას. ეს კი ერთობლივი ძალისხმევით, სწორი სტრატეგიით, ხედვით, სამოქმედო გეგმით და მისი ერთობლივი აღსრულებით შევძელით. ჩვენი თანამშრომლობა კერძო და საჯარო სექტორების ძალიან კარგი და წარმატებული მაგალითია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოში პირველად, დღესდღეობით 120-ზე მეტი პირდაპირი მიმართულებით 70-ზე მეტი საერთაშორისო ავიაკომპანია ოპერირებს, რაც დივერსიფიკაციის პოლიტიკაზე დაფუძნებული სტრატეგიის შედეგია და უკვე ასახულია მგზავრთნაკადის და პირდაპირი ფრენების მონაცემებში, მათ შორის ევროპის მიმართულებებით. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს სამი საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულებული 120-ზე მეტი მიმართულებიდან, დაახლოებით 37 პროცენტი მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში ევროპის მიმართულებით სრულდება.„ევროპის ქვეყნები გამორჩეული, სტრატეგიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის, უშუალოდ ტურიზმის, ისევე, როგორც პირდაპირი რეისების მოზიდვის კუთხით. სწორედ ეს არის თანმიმდევრული პოლიტიკის ხელშესახები შედეგი. ერთად შევძელით და გასული წლის ბოლოს საქართველოში შემოვიყვანეთ ისეთი გლობალური ბრენდები, როგორიცაა „ბრიტიშ ეარვეისი“ და „იზიჯეტი“. ამით ქვეყანას შევმატეთ ახალი, მდგრადი, სტაბილურად და საკმაოდ სწრაფად მზარდი პირდაპირი მიმართულებები, რომლებიც აგენერირებს დამატებით მსყიდველუნარიან ტურისტულ ნაკადებს. ეს შემდგომში, პირდაპირპროპორციულად ისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში - როგორც აეროპორტში, ისე აეროპორტს გარეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ზრდის ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, დივერსიფიკაციის პოლიტიკა დაფუძნებულია სწორ მარკეტინგულ კამპანიებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ეს კომპლექსურად ჩატარებული სამუშაო 2024 წელს ტურიზმის ინდუსტრიიდან მიღებულ 4,4 მილიარდ აშშ დოლარის რეკორდულ შემოსავალში აისახა.„მიმდინარე წელი ასევე განსაკუთრებით წარმატებულია - რეკორდულია შემოსავლები ტურიზმიდან, ასევე რეკორდულია ტურისტული ნაკადების ზრდის დინამიკა. 2025 წელს მგზავრთნაკადის მონაცემებმა უკვე რეკორდულ 5,6 მილიონს გადააჭარბა. ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყნის ტრანსპორტის სექტორის განვითარებას ემსახურება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დიპლომატიური კორპუსის, ავიაციის სექტორის, TAV Airports-ისა და Groupe ADP-ის წარმომადგენლებმა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ უკრაინის ვიცე-პრემიერ ტარას კაჩკასთან პირველი შეხვედრის შემდეგ, რომელსაც მან კონსტრუქციული უწოდა, გაიმეორა ბუდაპეშტის ბრალდებები უკრაინის მიმართ და კვლავ განაცხადა, რომ უნგრეთი მას ევროკავშირში ვერ ხედავს. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა. სიარტომ აღნიშნა, რომ უნგრეთი ყველა მეზობელთან, მათ შორის უკრაინასთან, კარგი ურთიერთობების დამყარებას ცდილობს, თუმცა „ურთიერთობები საუკეთესო ფორმაში არ არის და ამაზე სრული პასუხისმგებლობა კიევს ეკისრება“.„ეს არ არის უნგრეთი, რომელმაც უკრაინულ უმცირესობას მშობლიური ენის გამოყენების უფლება წაართვა. ეს არ არის უნგრეთი, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ეს არ არის უნგრეთი, რომელიც ცდილობს უკრაინის ჩართვას ომში მისი ნების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა უნგრეთის მინისტრმა.„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ 11 მკაფიო პუნქტი და დავამატეთ კიდევ ერთი მოთხოვნა - უკრაინამ (უნგრეთის უმცირესობას) უნდა დაუბრუნოს ყველა ის უფლება, რომელიც 2015 წლამდე არსებობდა. თუ ევროკავშირის ზეწოლით შესაძლებელია ანტიკორუფციული კანონების გაუქმება, ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია მათი გაუქმება.“, - განაცხადა პიტერ სიარტომ. აღსანიშნავია, რომ ბუდაპეშტი ამ მოთხოვნას დიდი ხანია, იმეორებს.როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მან უკრაინულ მხარეს „დრუჟბას“ ნავთობსადენზე დარტყმების შეწყვეტისკენ მოუწოდა, რადგან ეს „რუსეთს არ აზიანებს, მაგრამ ჩვენ გვაზიანებს“ და აღნიშნა, რომ უნგრეთი კვლავ უზრუნველყოფს უკრაინის ელექტროენერგიის იმპორტის 40%-ს და გაზის 50%-ს.„უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ეწინააღმდეგება უნგრეთის ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს. ევროკავშირსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა უფრო რეალისტურია. წევრობა მიუღებელ რისკებს მოიტანს, მათ შორის ევროკავშირის ომში ჩათრევის საფრთხეს“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.მისივე თქმით, ბუდაპეშტი მხარს უჭერს „ნდობის აღდგენისკენ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს“ და მაგალითად მოიყვანა ბუდაპეშტში უნგრულ-უკრაინული ორენოვანი სკოლის გახსნა, ზაფხულის ბანაკებში 12 500 უკრაინელი ბავშვის მიღება და ტრანსკარპატიიდან ბუდაპეშტამდე და ვენამდე რკინიგზის მარშრუტების შექმნა.სიარტომ დაასკვნა, რომ უნგრეთი ღიაა უკრაინასთან კარგი ურთიერთობებისთვის, მაგრამ „არასდროს შესწირავს ეროვნულ ინტერესებს“ და ამ ურთიერთობების მომავალი „მთლიანად კიევზეა დამოკიდებული“. Today I met Ukraine’s Deputy PM @taraskachka in Budapest. Hungary wants good relations with all of its neighbours, including Ukraine. But our relations are not in their best shape, and the responsibility for this lies entirely with Kyiv.It was not Hungary that took away from… pic.twitter.com/9EoD6B5af9 — Péter Szijjártó (@FM_Szijjarto) September 11, 2025
დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ოპოზიციის აქტივისტები მხარს უჭერენ ჩარლი კირკის მკვლელობის ავტორს, ვერ ვხვდები, შეკვეთით აკეთებენ ამას, თუ იდიოტები არიან, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.ხვიჩიას თქმით, კირკის მკვლელობა შემზარავი ბოროტებაა.„შემზარავი ბოროტება მოხდა. უდანაშაულო ადამიანი მოკლეს მის მიერ გამოთქმული აზრის გამო მაშინ, როდესაც არგუმენტი ვერ დაუპირისპირეს. ამ ტრაგედიას ჩვენს ლოკალურ დონეზე ამძაფრებს ის, რომ ადამიანები, რომლებიც ოპოზიციონერებად ასაღებენ თავს და ხელისუფლებას უპირისპირდებიან, თავიანთი ქმედებებით მიდრეკილნი უნდა იყვნენ, შეინარჩუნონ, ან მოიპოვონ მორალური უპირატესობა, თუმცა ანიავებენ, ხელისუფლებას აბარებენ ამ მორალურ უპირატესობას. დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ოპოზიციის აქტივისტები მხარს უჭერენ, ამხნევებენ ამ საზარელი დანაშაულის ავტორს, ხოლო „ქართული ოცნება“ გამოდის ვითომ დამცველი კონსერვატიული ღირებულებებისა და ადამიანის სიცოცხლის. ვერ ვხვდები, ქმედებებს, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალყურს, „ქართული ოცნების“ მიერ ორკესტრირებულია და მათთან შეკვეთით აკეთებს ოპოზიციონერი აქტივისტების დიდი ნაწილი, თუ უბრალოდ იდიოტები არიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.