მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიის კანცლერმა ნავთობის 50 დოლარით გაძვირებაზე ჩამოკიდა უკრაინის ბედი - თინა ხიდაშელი 

თინა ხიდაშელი

„დღესაც არ ჩანს ომის შეჩერების რაიმე ეფექტური მექანიზმი, თუმცა უკრაინა ამ უზარმაზარ გამოწვევას უმკლავდება“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრმა თინა ხიდაშელმა რუსეთ-უკრაინის ომსა და ამ თვალსაზრისით დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას „მთავარის“ ეთერში განაცხადა. 

თინა ხიდაშელის თქმით, დასავლეთმა პუტინს ყველაფერი გამოაცალა, რაზედაც მისი რეჟიმი დგას. 

ხიდაშელი ამბობს, რომ მისთვის აბსოლუტურად გასაგებია ნატოს უარი უკრაინის თავზე ცის დახურვასთან დაკავშირებით, რადგან ეს ომში ჩართვას ნიშნავს. 

„უკრაინა დგას ძალიან გმირულად, უმკლავდება ამ უზარმაზარ გამოწვევას და სამწუხაროდ იმიტომ რომ დღესაც არ ჩანს რაიმე ეფექტური მექანიზმი, რომელიც ომს შეაჩერებს. პრაქტიკულად ყველაფერი გამოაცალა დასავლეთმა პუტინს რაზედაც იდგა მისი რეჟიმი, მაგრამ სამწუხაროდ ეს ხელს არ უწყობს ყველაზე მთავარს, იმას რომ ადამიანები აღარ იღუპებოდნენ, ქალაქები არ იბომბებოდეს. 

მაინც მინდა მჯეროდეს და ბოლო წუთამდე არ მტოვებს იმედი იმის შესახებ, რომ ეს ომი ასე ვერ გაგრძელდება. აუცილებლად იქნება ის მომენტი, როდესაც მათ შორის სამხედრო ძალითაც პუტინს შეაჩერებენ უკრაინის მოკავშირეები. 

მესმის, რომ ეს არის რთული გადაწყვეტილება. აბსოლუტურად გასაგებია ცის დაკეტვაზე ნატოს უარი, გასაგებია მიზეზები, ვინაიდან ეს იქნება პირდაპირ ომში ჩართვა, მაგრამ ამასობაში იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ვუყურებ რა მთელ მსოფლიოს, ევროპაში განსაკუთრებით, ქალაქებს სადაც 100 ათასობით ადამიანი გამოდის უკრაინის მხარდასაჭერად, ეს მთავრობები საკუთარი მოსახლეობის ზეწოლად დიდი ხანი ვერ გაუძლებენ. 

ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არაფერში არ წერია გერმანიის კანცლერის განცხადებები, რასაც ბოლო 2 დღის განმავლობაში ვისმენთ. იმიტომ რომ ყველაფერი, რომ დავიყვანოთ დოლარის ექვივალენტზე, 50 დოლარით ნავთობის გაძვირებაზე ჩამოკიდა მან უკრაინის ბედი. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია და დიდი იმედი მაქვს, რომ განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები არ დაუშვებს იმას, რომ როგორც ეს 2008 წელს მოხდა, გერმანიის ბერლინის სცენარით წარიმართოს მოვლენები“, - აცხადებს თინა ხიდაშელი. 

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მე-13 დღეს აგრესორი ქვეყანა, უკრაინული მხარის თქმით, დიდ დანაკარგს განიცდის. 8 მარტის დილის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 დღემდე სულ განადგურებულია 12 ათასზე მეტი რუსი ოკუპანტი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 კიევის რეგიონში უკრაინელებმა რუსების კიდევ ერთი კოლონა გაანადგურეს

🔴 რუსებმა ირპენის მერს სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ ქალაქის დათმობა შესთავაზეს - რა პასუხი მიიღეს მათ

🔴 ჟირინოვსკი ხელოვნურ კომაშია, მისი მდგომარეობა მძიმეა - რუსული მედია

🔴 ისევ სსრკ-ში: რა საფასურს იხდიან „მშვიდობიანი“ რუსები უკრაინაში შეჭრის გამო?

🔴 სამხედრო ტექნიკის უპირატესობა ჯერ კიდევ არის რუსეთის მხარეს - კობა ლიკლიკაძე

🔴 გამარჯობა, მიხაილ ნიკოლაევიჩ, ეს ვალოდია ზელენსკია - სააკაშვილი ზელენსკის გაპრეზიდენტების შემდეგ მასთან პირველ საუბარს იხსენებს

მასთან პირველ საუბარს იხსენებს

🔴 🎥 უკრაინელებმა ოდესის სანაპიროსთან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სიამაყე ჩაძირეს