მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამხედრო ტექნიკის უპირატესობა ჯერ კიდევ არის რუსეთის მხარეს - კობა ლიკლიკაძე

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე

„რადიო თავისუფლების“ პრაღის ბიუროს ჟურნალისტის კობა ლიკლიკაძის თქმით, ბლიცკრიგის სტადია ჩაიშალა და რუსეთი თითქმის ყველა იმ პოზიციაზეა გაჩერებული, რომელიც მას ერთი კვირის წინ ეკავა. 

როგორც ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ლიკლიკაძემ აღნიშნა, არსებითად მნიშვნელოვანია რა შედეგით დასრულდება სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი. 

„სახეზე ფართომასშტაბიანი ომია, რომლის ბლიცკრიგის სტადია ჩაიშალა. რუსეთი გაჩერებულია თითქმის ყველა იმ პოზიციაზე, რომელიც ერთი კვირის წინ ეკავა. წინსვლა არ არის არცერთი სტრატეგიული მიმართულებით, ვგულისხმობ ხარკოვს, მარიუპოლს და კიევს. 

დედაქალაქის ხელში ჩაგდების გეგმა, როგორც ჩანს, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს. ყველაზე მეტად იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები რაღაც შედეგით დასრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკების პროცესში რა პოზიცია გექნება ოპერატიულ საბრძოლო მიმართულებაზე. ამას საბრძოლო ოპერაციებში წარმატებას თუ წარუმატებლობას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა ექნება. 

რა თქმა უნდა, სამხედრო ტექნიკის უპირატესობა ჯერ კიდევ არის რუსეთის მხარეს, მაგრამ ეს არ არის იმდენად გადამწყვეტი უპირატესობა, რომ რუსეთმა მიაღწიოს მიზანს. იმიტომ რომ მოლაპარაკების ფაზიდან ამოვარდა დენაციფიკაცია, როგორც ამას კრემლი უწოდებდა. ახლა მათ უნდათ დემილიტარიზაცია. ამიტომ შემდგომში გამოჩნდება ყველაფერი და ახლა მნიშვნელობა აქვს უკრაინისათვის სწრაფად მოხდეს იმ საავიაციო გამანადგურებლების მიწოდება, რაზედაც პრინციპში შეთანხმება უკვე არსებობს“, - აღნიშნა კობა ლიკლიკაძემ. 

რაც შეეხება უკრაინისთვის ცის ჩაკეტვას, ლიკლიკაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე ნატოში ერთსულოვნება არ არსებობს. 

„ნატოს შიგნით არ არის ერთსულოვნება, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. კონსენსუსი მიღწეული ვერ იქნა სამხედროების რეკომენდაციით. შესაძლებელია ამან ღია კონფლიქტი გამოიწვიოს რუსეთთან. ამ ვითარებიდან გამომდინარე ამ საკითხზე ერთსულოვნება არ არსებობს. ნატო კიდევ ყველა საკითხს იცით, რომ კონსენსუსით იღებს“, - დასძინა კობა ლიკლიკაძემ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 კიევის რეგიონში უკრაინელებმა რუსების კიდევ ერთი კოლონა გაანადგურეს

🔴 რუსებმა ირპენის მერს სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ ქალაქის დათმობა შესთავაზეს - რა პასუხი მიიღეს მათ

🔴 ჟირინოვსკი ხელოვნურ კომაშია, მისი მდგომარეობა მძიმეა - რუსული მედია

🔴 ისევ სსრკ-ში: რა საფასურს იხდიან „მშვიდობიანი“ რუსები უკრაინაში შეჭრის გამო?

🔴 გერმანიის კანცლერმა ნავთობის 50 დოლარით გაძვირებაზე ჩამოკიდა უკრაინის ბედი - თინა ხიდაშელი 

🔴 გამარჯობა, მიხაილ ნიკოლაევიჩ, ეს ვალოდია ზელენსკია - სააკაშვილი ზელენსკის გაპრეზიდენტების შემდეგ მასთან პირველ საუბარს იხსენებს

მასთან პირველ საუბარს იხსენებს

🔴 🎥 უკრაინელებმა ოდესის სანაპიროსთან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სიამაყე ჩაძირეს