მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისევ სსრკ-ში: რა საფასურს იხდიან „მშვიდობიანი“ რუსები უკრაინაში შეჭრის გამო?

რაც დაკარგეს

რუსეთის ელიტა და ბიზნესი სანქციების დაწესების შემდეგ დიდძალ ზარალს ითვლის. ზარალის ოდენობა დღითი დღე მზარდია. 

რუსეთის ფედერაცია მსხვილმა კორპორაციებმა დატოვეს... რიგითი რუსები ჩვეულებრივი სერვისებისა და საკვების გარეშე რჩებიან. 

პუტინის უკრაინაში შეჭრის წინა დღეს, რუსეთიდან იძულებით წასულმა ეკონომისტმა სერგეი ალექსაშენკომ epravda-სთან საუბარში აღნიშნა, რომ რუსებს არ შეუძლიათ პროტესტი, რადგან ისინი ციხეში ცხოვრობენ. 

„ისინი ცხოვრობენ საკონცენტრაციო ბანაკში. რა უნდა გააკეთონ პატიმრებმა საკონცენტრაციო ბანაკში? საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრებს არ მოეთხოვებათ შტურმი ბერლინში. ისინი შიშში ცხოვრობენ“, - თქვა ეკონომისტმა.

ახლა ეს ქვეყანა ნამდვილად იქცევა საკონცენტრაციო ბანაკად იზოლირებული დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსგან. 

რა დაკარგეს რუსებმა ომის დაწყებიდან დღემდე?  სია შთამბეჭდავია და არ დასრულებულა...

ფინანსები...

აშშ-მა ამერიკელებს აუკრძალა ბიზნესის კეთება რუსეთის ცენტრალურ ბანკში. ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ სანქციებმა ფაქტობრივად გაყინა რუსეთის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაახლოებით ორი მესამედი, დაახლოებით 400 მილიარდი დოლარი, რომელსაც ის ვალუტის სტაბილიზაციისთვის ვეღარ გამოიყენებს. 

აგრესორი ქვეყანა ვეღარ შეძლებს თავისი  ფასიანი ქაღალდების საზღვარგარეთ განთავსებას. 

რუსეთი გათიშეს SWIFT-ის სისტემიდან. 

რუსებს უარი ეთქვათ ჩვეულ სერვისებზე

ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა შეაჩერა თავისი ტექნიკის გაყიდვა რუსეთში, ასევე, შეაჩერა Apple Pay-ს მუშაობა. გადახდის სისტემები - Google Pay-მ და Samsung Pay-მ შეწყვიტეს მუშაობა რუსეთში.

PayPal-მა გაყინა რუსული ბანკების ბარათებზე თანხის განაღდების შესაძლებლობა.

Visa-მ და MasterCard-მა დაბლოკა სანქცირებული რუსულ ბანკებზე წვდომა. Visa-სა და MasterCard-ს 2 მარტს შეუერთდა American Express გადახდის სისტემა.

ლიტვის გადახდის სისტემა Paysera-მ უარი თქვა რუსეთიდან და ბელარუსიდან მომხმარებელთა მომსახურებაზე. კომპანია დახურავს ფიზიკური და იურიდიული პირების ყველა ანგარიშს. 

სოციალურმა ქსელმა Twitter-მა რუსეთში მყოფ მომხმარებლებს ახალი ანგარიშების შექმნა აუკრძალა.

YouTube-მა დაბლოკა არხები, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის სახელმწიფო მედია RT-თან და Sputnik-თან მთელ ევროპაში.

მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლები Audi, Volvo, Jaguar, Land Rover, BMW, Mercedes, Citroen, General Motors, Ford და Skoda რუსეთის ბაზრიდან გადიან. 

32 ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბრიტანეთმა და ევროკავშირმა, დაკეტა ცა რუსული თვითმფრინავებისთვის, მათ შორის რუსი ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებისთვის.

ევროპული სანქციების გამო, რუსულმა ავიაკომპანია Aeroflot-მა 28 თებერვლიდან ევროპის მიმართულებით ყველა ფრენა შეაჩერა.

მსოფლიოში უმსხვილესი ჩიპების მწარმოებელი TSMC რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტს და ჩიპებს აღარ მიაწვდის. რუსეთის ეკონომიკა დაუცველია ასეთი ზომების მიმართ, რადგან ის არ აწარმოებს სამომხმარებლო ელექტრონიკას ან ჩიპებს დიდი რაოდენობით. კერძოდ, ის არ აწარმოებს მაღალი დონის ნახევარგამტარებს.

კომპიუტერების წამყვანი მწარმოებლები - Dell და Lenovo ასევე არ მიაწოდებენ პროდუქტებს რუსეთს.

სმარტფონებისა და საკომუნიკაციო აღჭურვილობის შვედმა მწარმოებელმა Ericsson-მა ასევე უარი თქვა რუსეთის ბაზარზე.

Zoom-მა გააუქმა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ლიცენზიები.

ამაზონმაც დახურა სერვისი რუსებისთვის.

Coca Cola-მ და Danone-მა გამოაცხადეს რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ. Danone ხურავს თავის შვილობილი კომპანია Prostokvashino-ს.

Nord Stream-2 ოპერატორი კომპანია გაკოტრებულია. უკრაინის გვერდის ავლით გაზსადენი, რომელზედაც ოკუპანტებმა 11 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს, უკვე ოფიციალურად გაკოტრებულია. 

გერმანიამ განაცხადა, რომ მზად არის შეამციროს დამოკიდებულება გარკვეულ მომწოდებლებზე, რათა შეამციროს შესყიდვები გაზპრომიდან და გეგმავს გადაერთოს თხევად ბუნებრივ გაზზე შეერთებული შტატებიდან.

კანადა უარს ამბობს რუსულ ნავთობზე.

Boeing-მა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო აჩერებს რუსული ავიახაზების მხარდაჭერას და ოპერაციებს მოსკოვში. კერძოდ, ისინი აღარ მიაწვდიან რუსულ ავიაკომპანიებს თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებს, შეაჩერებენ რუსული ავიახაზების ტექნიკურ მომსახურებას და ტექნიკურ მხარდაჭერას.

Nike-მა განაცხადა, რომ ამჟამად ვერ ახერხებს რუსებისთვის საქონლის მიტანას.

ევროკავშირის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, სრულად აიკრძალოს რუსეთში თვითმფრინავების, ვერტმფრენების და სხვა თვითმფრინავების მიწოდება და იჯარით გაცემა, ასევე მათი დაზღვევა და ტექნიკური მომსახურება.

კულტურა: 

Disney , Sony Pictures და Warner Bros. უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთში ფილმების გაქირავებას აჩერებენ. Warner Bros-მა უკვე გააუქმა ახალი „ბეტმენის“ ჩვენება რუსეთში, პრემიერის წინა დღეს, რომელიც 2 მარტს იყო დაგეგმილი.

- რუსეთი გამოეთიშა ევროვიზია 2022-ს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო.

- ნეტფლიქსმა უარი თქვა რუსული არხებისა და ფილმების ტრანსლაციაზე

- მეტროპოლიტენ ოპერამ, ლიტვის ოპერისა და ბალეტის ეროვნულმა თეატრმა და ესტონეთის ეროვნულმა ოპერამ უკვე დააწესეს კულტურული სანქციები რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერილ ორგანიზაციებზე.

- ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა რუსეთთან არ იმუშავებს.

- ევროპულმა კინოაკადემიამ გამოაცხადა, რომ წლევანდელ ევროპული კინოს პრემიიდან რუსულ ფილმებს გამორიცხავს.

- კანის კინოფესტივალმა უარი თქვა რუსეთის მიღებაზე.

ბევრმა ცნობილმა უცხოელმა არტისტმა და ჯგუფმა გააუქმა კონცერტები რუსეთში.

ეს იმ კომპანიების არასრული სიის ჩამონათვალია, რომელიც რუსეთთან ურთიერთობაზე უარს ამბობს. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ: 

🔴 ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მოკვლა სურდათ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔴 კიევის რეგიონში უკრაინელებმა რუსების კიდევ ერთი კოლონა გაანადგურეს

🔴 რუსებმა ირპენის მერს სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ ქალაქის დათმობა შესთავაზეს - რა პასუხი მიიღეს მათ

🔴 ჟირინოვსკი ხელოვნურ კომაშია, მისი მდგომარეობა მძიმეა - რუსული მედია

🔴 ისევ სსრკ-ში: რა საფასურს იხდიან „მშვიდობიანი“ რუსები უკრაინაში შეჭრის გამო?

🔴 გერმანიის კანცლერმა ნავთობის 50 დოლარით გაძვირებაზე ჩამოკიდა უკრაინის ბედი - თინა ხიდაშელი 

🔴 სამხედრო ტექნიკის უპირატესობა ჯერ კიდევ არის რუსეთის მხარეს - კობა ლიკლიკაძე

🔴 გამარჯობა, მიხაილ ნიკოლაევიჩ, ეს ვალოდია ზელენსკია - სააკაშვილი ზელენსკის გაპრეზიდენტების შემდეგ მასთან პირველ საუბარს იხსენებს

მასთან პირველ საუბარს იხსენებს

🔴 🎥 უკრაინელებმა ოდესის სანაპიროსთან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სიამაყე ჩაძირეს