მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შერიგება მკვდრადშობილი პროექტია, მაფიის ორი ბოსი რომ ხელს ჩამოართმევს, ამით გავბედნიერდებით?“ - გია ხუხაშვილი

„ცხადია, ოპოზიცია იტყვის გახარიაზე, რომ ის ბიძინას პროექტია“

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საყოველთაო შერიგებისთვის პოლიტიკური ნება არც მმართველ გუნდს და არც ოპოზიციას აქვს. 

მისი თქმით, რეალურად, საქართველოში არა პოლიტიკური სპექტრის შერიგება, არამედ საზოგადოების გაერთიანებაა პრობლემა, რისთვისაც მთელი რიგი დემოკრატიული პროცესების დაწყებაა აუცილებელი. 

როგორც მან საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა, ორი პოლიტიკური ძალის ლიდერების ხელის ჩამორთმევით საზოგადოებისთვის არაფერი შეიცვლება. 

„საერთოდ, ვფიქრობ, რომ შერიგების იდეა მკვდრადშობილი პროექტია. არავინ არავისთან შერიგებას არ აპირებს. ყველას სხვადასხვანაირად წარმოუდგენია შერიგება. საეროდ, პოლიტიკური ელიტის შერიგება-მორიგება-გარიგების პრობლემა კი არ გვაქვს, არამედ საზოგადოების გამთლიანების პრობლემაა. საზოგადოების გამთლიანება კი ვიღაცების შერიგებით არ ხდება. ზოგადად სამართლიანობის განცდა უნდა გაჩნდეს ქვეყანაში. იმისთვის, რომ დაზარალებული დამნაშავეს შეურიგდეს, საჭიროა, რომ დამზარალებლის მონანიება და ბოდიში, რომ დაზარალებულს შერიგების განწყობა შეექმნას. 

მიშა და ბიძინა ხელს რომ ჩამოართმევენ, ვინმე ვინმეს შეურიგდება თუ როგორ არის საქმე? ვფიქრობ, ეს არის წყლის ნაყვა, ტანჯვა და იმის დეკლარირება, რომ ყველა არის ყველაფერი კარგისკენ განწყობილი. სინამდვილეში, შინაარსობრივად, არაფერს ნიშნავს და საბნის გადაქაჩვის პრინციპით, ყველა თავისთვის სარგებლის მიღებას ცდილობს და მეტი არაფერი. 

შერიგების საფუძველი არ არსებობს. არც კი ესმით, ეს როგორ ხდება. 30 ქვეყანაში მოხდა მსგავსი რამ და ამას ჰქონდა გარკვეული საფუძვლები. ამას სჭირდება სამართლიანი სასამართლო, რათა სამომავლოდ კონფლიქტის რისკი არ გაჩნდეს, ამას სჭირდება დეპოლიტიზებული პოლიცია, ხალხს არ უნდა უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ. სხვანაირად, ორი დამნაშავის შერიგებით, როცა ორი მაფიის ბოსი ერთმანეთს შეურიგდება, ჩვენ გავბედნიერდებით?“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„შერიგება შეუძლებელია პოლიტიკურ ვითარებაში, სადაც წარმოდგენილია „ნაციონალური მოძრაობა“ - კახა კალაძე

👉 „იმედია, პრეზიდენტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას“ - მამუკა ხაზარაძე

👉 მამუკა მდინარაძე: შერიგების დიადი იდეით გამოვიდნენ მაშინ, როცა ყველაფერი წააგეს და მიხვდნენ, რომ არანაირი შანსი აღარ აქვთ

👉 „საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“ - სააკაშვილის წერილი ციხიდან