მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კიევში სამთავრობო კვარტალთან არსებული ობიექტების დაბომბვა, შეიძლება იყოს სიგნალი იმისა, რომ სამთავრობო შენობები მათთვის ერთგვარი ლეგიტიმური სამიზნე გახდა - გიორგი კობერიძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროსი მკვლევარ

„ყირიმის ხიდზე თავდასხმით, რუსეთს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მიადგა. ყირიმი მათთვის არის დომინაციის და ძლიერების სიმბოლო“, - ამის შესახებ „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროსმა მკვლევარმა გიორგი კობერიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

გიორგი კობერიძის განცხადებით, კიევის დაბომბვა შეიძლება იყოს სიგნალი იმისა, რომ სამთავრობო შენობები რუსეთისთვის ერთგვარი ლეგიტიმური სამიზნე გახდა.

ამასთან,  „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ როდესაც ათეულობით რაკეტა მიემართება, ქალაქების დაცვა რთულდება. 

„რუსეთს აქვს ასეთი ხელწერა - ის  ყოველთვის შურს იძიებს მშვიდობიან ქალაქებზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე, იმიტომ, რომ სამხედრო ობიექტების დაბომბვის საშუალებები მას ბევრად უფრო შეზღუდული აქვს. უკრაინული თავდაცვის სისტემები ძალიან ეფექტიანად მუშაობენ. რა თქმა უნდა, ქალაქების დაცვისათვის უკრაინელები იყენებენ ეფექტიან ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღებას, მაგრამ როდესაც  საუბარი გვაქვს ბომბდამშენებიდან გაშვებულ ფრთოსან რაკეტებზე, რომლებიც არა ერთი, არამედ ათეულობით მიემართებიან სხვადასხვა ქალაქებზე, ეს უკვე, რა თქმა უნდა, ართულებს ქალაქების დაცვას. 

კიევში სამთავრობო კვარტალთან არსებული ობიექტები დაიბომბა. ეს შეიძლება იყოს სიგნალი იმისა, რომ სამთავრობო შენობებიც მათთვის გახდა ერთგვარი ლეგიტიმური სამიზნე. ქალაქების დაცვა ბევრად უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენს. 

ყირიმის ხიდზე თავდასხმით, რუსეთს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მიადგა. ყირიმი მათთვის არის დომინაციის და ძლიერების სიმბოლო. რუსული ხიდების განადგურება, როგორც ჩანს, ადვილი არის. ჯერ კიდევ არ არის ნათელი რა მოხდა, ეს დაბნეულობა უკრაინელთა უპირატესობაზე მიუთითებს. ჯერ კიდევ არსებობს ბევრი კითხვა. რუსეთი მზად არაფრისთვის არ აღმოჩნდა და შესაძლოა, მსგავსი რაღაცები განხორციელდეს სხვაგან“, - აცხადებს გიორგი კობერიძე.

„საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროსი მკვლევარი გიორგი კობერიძე აცხადებს, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს ამ ეტაპზე არ გამოიყენებს. 

მისი თქმით, ბირთვული იარაღის გამოყენება პუტინის სიტუაციას უფრო დაამძიმებს.

„ტერორს ერთადერთი ვინც აწარმოებს. ეს არის - რუსეთი. ამ ეტაპზე რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. რუსეთის ყველანაირი თავდაცვითი სისტემა არის სუსტი. ყირიმის ხიდის აფეთქება იგივეა, რომ კრემლი აეფეთქებინათ. პუტინი ამბობდა, ყველაზე დაცული ობიექტი რუსეთში არის 2 რამ - ყირიმის ხიდი და კრემლი. მისი მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ განცხადება ბლეფი არ არის. ვფიქრობ, ამ ეტაპზე რუსეთის მიერ მსგავსი იარაღის გამოყენება მის სიტუაციას უფრო დაამძიმებს. ბირთვული იარაღის გამოყენება ნიშნავს, სრულიად შეცვლილ კონტინენტურ უსაფრთხოების გარემოს და სისტემას და პუტინმა კარგად იცის, რომ ამ რისკზე წასვლა არ იქნება ადვილი“, - დასძენს გიორგი კობერიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ბირთვული იარაღი არ დაეხმარება პუტინს უკრაინის ხელში ჩაგდებაში - ISW

✔️  კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინის საკითხზე დასავლეთთან მოლაპარაკებების გამართვის შესახებ თურქეთის წინადადება ჯერ არ მიუღიათ

✔️ სავარაუდოდ, კრემლი მომდევნო კვირაში სერგეი შოიგუს და ვალერი გერასიმოვის შეცვლას გეგმავს - ISW

✔️ მედვედევი ყირიმის ხიდის დაბომბვას უკრაინის მიერ ჩადენილ „ტერორისტულ აქტად“ მიიჩნევს

✔️ უკრაინაში განგაშის სიგნალი არ წყდება, კლავენ ადამიანებს - ვოლოდიმირ ზელენსკი