მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„100%-იანი გარანტია „პისიარ“ ტესტიც არ არის“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
1643274113
COVID-19

„საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80%-მდე იმუნურია კორონავირუსის რომელიღაც ვარიანტის მიმართ, ანუ კორონავირუსის მიმართ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. 

პაატა იმნაძის თქმით, მოსახლეობის 20%-ს კოვიდი გადატანილი არ აქვს.

პაატა იმნაძე, მოსაზრებას, „ომიკრონს“ ტესტები ვერ იჭერს, არასწორს უწოდებს. 

„100%-იანი ცხოვრებაში და მით უმეტეს მედიცინაში არაფერი არსებობს. 100%-იანი გარანტია „პისიარ“ ტესტიც არ არის, რომელიც ოქროს სტანდარტადაა მიჩნეული უამრავი დაავადებების დიაგნოსტიკის და მათ შორის კოვიდის შემთხვევაში. ზამთარში დადის დაახლოებით 200 სხვადასხვა ვირუსი, რომელსაც შეუძლია გაციება გამოიწვიოს. გრიპის ვირუსიც საკმაოდ აქტიურად ცირკულირებს ქვეყანაში. „ომიკრონს“ ტესტი ვერ იჭერს - ეს არასწორი ნათქვამია. ეს იშვიათია, თუმცა ასეთი შემთხვევებიც ხდება. ნებისმიერი რესპირატორული ვირუსის დროს აუცილებელია პირბადის ტარება. 

დღეს არის 100 000-ზე მეტი აქტიური ავადმყოფი და ჰოსპიტალური ადგილების 60%-ია დაკავებული. ჩვენი კვლევებით, საქართველოს დაახლოებით მოსახლეობის  80%-მდე იმუნურია კორონავირუსის რომელიღაც ვარიანტის მიმართ, ანუ კორონავირუსის მიმართ. ამაში შედიან - კოვიდგადატანილები, ორჯერადად აცრილები და ის გადატანილებიც, რომლებიც თავის დროზე არ იყვნენ ტესტირებულები. 20%-ს არ აქვს გადატანილი კოვიდი. არ ვიცით „ომიკრონ“ ვარიანტი რა შედეგებს მოგვცემს ხანდაზმულ ასაკში და აუცრელ პოპულაციაში“, - აცხადებს პაატა იმნაძე. 

„ომიკრონის“ ყველაზე ხშირად გავრცელებული სიმპტომები:

✔️ წელის ტკივილი

✔️ ხველა

✔️ სურდო

✔️ საერთო სისუსტე

✔️ თავის ტკივილი

რა სახელითაც არ უნდა მოგვევლინოს კორონავირუსი, მასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. აცრა განსაკუთრებით  ბუსტერი, პოსტკოვიდსაც ხსნის. 

„ომიკრონმა“ ძალიან ბევრი რამ შეცვალა. კოვიდპასპორტის ძირითადი დანიშნულება ის, იყო რომ განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებისთვის დამატებითი სტიმული ყოფილიყო აცრილიყო. სიტუაცია ისე სწრაფად იცვლება, შეიძლება, ჩვენთანაც მოიხსნას შეზღუდვები, როგორც დიდ ბრიტანეთში“, - აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„კორონავირუსი არ არის გრიპი, გრიპის შემდეგ სპერმის ხარისხი არ ფუჭდება“ - გიორგი ფხაკაძე

„ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

„ომიკრონი“ არის ჩვეულებრივ მიმდინარე სეზონური გრიპი“ - ზურაბ აზარაშვილი

კორონავირუსი გაცილებით დიდი რისკია გულისთვის, ვიდრე ვაქცინაცია - კვლევა

„ანტისხეულების დაბალი დონე უფრო ხშირია მათში, ვისაც ხანგრძლივი კოვიდი განუვითარდა“ - ზაზა წერეთელი

დელტა შტამი უფრო რთულია დასაძლევად ორგანიზმისთვის თუ „ომიკრონი“? - გიორგი ფხაკაძის განმარტება

„ეს წელი იქნება პანდემიის დასრულების წელი“ - თენგიზ ცერცვაძე