მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პაციენტებს, რომლებიც ჰოსპიტალიზებული არიან მძიმე COVID 19-ით და აღენიშნებათ ტროპონინის პროტეინის მომატებული დონე, გულის დაზიანება აქვთ“ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი
1645352829
COVID-19

„ბრიტანელმა მკვლევარებმა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან პარასკევს გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები და განაცხადეს, რომ გრძელვადიანი/ხანგრძლივი COVID-ის პრობლემა და მისი მკურნალობის ვარიანტები ყალიბდება, როგორც ძირითადი გრძელვადიანი საკითხი გლობალური ჯანდაცვის სისტემებისთვის, პაციენტებზე დაავადების გავლენის განხილვის შემდეგ“, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც წერეთელი წერს, ხანგრძლივ კოვიდს, გარდა მისი უზარმაზარი გავლენისა დაზარალებული ინდივიდისთვის, აქვს დიდი სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობა, რადგან ის იწვევს სამსახურიდან წასვლას, სამუშაო შესრულების შემცირებას და, შესაბამისად, გაუთვალისწინებელ ხარჯებს ქვეყნის ბიუჯეტისათვის.

„მიმოხილვაში, რომელიც გამოქვეყნდა European Heart Journal-ში, ნათქვამია, რომ ხანგრძლივი კოვიდი  გადაიქცეს „ახალ ეპიდემიად“ და მოიცავს მსჯელობას ხანგრძლივი COVID-ის განმარტებისა და მისი ეპიდემიოლოგიის შესახებ, აქცენტით კარდიო და ფილტვის სიმპტომებზე.

როგორც კვლევამ აჩვენა, პაციენტების დაახლოებით 50%-ს, რომლებიც ჰოსპიტალიზებული არიან მძიმე COVID 19-ით და რომლებსაც აღენიშნებათ ტროპონინის პროტეინის (ტროპონინი წარმოადგენს რეგულატორულ ცილას, რომელიც გულის კუნთის შეკუმშვაში მონაწილეობს. გულის კუნთის დაზიანების შემთხვევაში დაახლოებით 3 საათის შემდეგ ტროპონინი იწყებს სისხლში მომატებას) მომატებული დონე, აქვთ გულის დაზიანება.

დაზიანება გამოვლინდა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით (MRI) გამოწერიდან სულ მცირე ერთი თვის შემდეგ, ესაა დასკვნები, რომელიც გამოქვეყნდა European Heart Journal-ში.

დაზიანება მოიცავს გულის კუნთის ანთებას (მიოკარდიტი), ნაწიბურების წარმოქმნას ან გულის ქსოვილის სიკვდილს (ინფარქტი), გულში სისხლის მიწოდების შეზღუდვას (იშემია) და სამივეს კომბინაციას.

ლონდონის ექვსი საავადმყოფოდან 148 პაციენტის კვლევა დღემდე ყველაზე მასშტაბური კვლევაა, რომელმაც გამოიკვლია გამოჯანმრთელებული COVID-19 პაციენტები, რომელთაც დაუდგინდა გაზრდილი ტროპონინის დონე, რაც მიუთითებს გულის შესაძლო პრობლემაზე. ტროპონინი გამოიყოფა სისხლში, როდესაც გულის კუნთი დაზიანებულია.

დონის მომატება შეიძლება, მოხდეს არტერიის დაბლოკვის ან გულის ანთების დროს. ბევრ პაციენტს, რომლებიც ჰოსპიტალიზებულნი არიან COVID 19-ით, გაეზარდა ტროპონინის დონე ავადმყოფობის კრიტიკულ ფაზაში, როდესაც ორგანიზმი აძლიერებს გადაჭარბებულ იმუნურ პასუხს ინფექციაზე.

ტროპონინის დონე ამაღლებული იყო ამ კვლევაში მონაწილე ყველა პაციენტში, რომლებსაც შემდგომ უტარდებოდათ გულის MRI სკანირება გამოწერის შემდეგ, რათა გაეგოთ დაზიანების მიზეზები და მასშტაბები. გულის მარცხენა პარკუჭის ფუნქცია, კამერა, რომელიც პასუხისმგებელია ჟანგბადით სავსე სისხლის გადატუმბვაზე სხეულის ყველა ნაწილზე, ნორმალური იყო 148 პაციენტიდან 89%-ში, მაგრამ ნაწიბურები ან გულის კუნთის დაზიანება აღინიშნა 80 პაციენტში (54%). ქსოვილის ნაწიბურების ან დაზიანების ნიმუში წარმოიშვა 39 პაციენტში (26%) ანთებით, გულის იშემიური დაავადებით, რომელიც მოიცავს ინფარქტის ან იშემიას, 32 პაციენტში (22%), ან ორივეს ცხრა პაციენტში (6%). თორმეტ პაციენტს (8%) ჰქონდა გულის მიმდინარე ანთება“, - წერს ზაზა წერეთელი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫„მარტის დასაწყისში ყველაზე მძიმე ტალღა პანდემიის ისტორიაში, დასრულებული იქნება“ - ივანე ჩხაიძე

⚫ „ვინც „სტელს-ომიკრონი“ გადაიტანა, ის „ომიკრონით“ არ დაინფიცირდება“ - თენგიზ ცერცვაძე

⚫ „ახალი მუტაციების აღმოცენების შანსი მუდმივად არსებობს“ - ბიძინა კულუმბეგოვი

⚫ რამდენ ხანს ტოვებს „ომიკრონი“ იმუნიტეტს? - ცერცვაძის განმარტება

⚫ „რაღაცით უნდა შევებრძოლოთ ამ ვირუსს, ცარიელი ხელებით და „აშმალახათი“ არაფერი შეიცვლება“ - დევი ტაბიძე

⚫„ვაქცინაციისა და ტესტირების დაბალი მაჩვენებელი ახალი ვარიანტების გაჩენისთვის იდეალური პირობაა“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

⚫ რამდენ ხანშია შესაძლებელი „ომიკრონით“ მეორედ დაინფიცირდეთ? - ჩხაიძის განმარტება

⚫ პანდემიის მწვავე ფაზა შესაძლოა, წელს დასრულდეს - ტედროს ადანომ გებრეისუსი

⚫ „პანდემია არ დასრულებულა, ახალი შეშფოთების ვარიანტები იქნება“ - ჯანმოს მთავარი მეცნიერი

⚫ რა არის ძირითადი მიზეზი, როდესაც პისიარი ცდომილებას იძლევა? - გიორგი კავკასიძის განმარტება