მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენ ხანშია შესაძლებელი „ომიკრონით“ მეორედ დაინფიცირდეთ? - ჩხაიძის განმარტება

 იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1644570067
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივან ჩხაიძემ „პალიტრას“ ეთერში, მოსაზრებას, რომ „ომიკრონი“ დაასრულებს პანდემიას, ნაჩქარევი უწოდა. 

მისი თქმით, „ომიკრონს“ სამი ქვეტიპი გააჩნია და როდის გამოჩნდება „ახალი ომიკრონი“, არავინ იცის. 

„საუბარი იმაზე, რომ „ომიკრონი“ დაასრულებს პანდემიას და ახლა გამომმუშავებელი იმუნიტეტი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ „ახალი „ომიკრონი“ არ გამოჩნდება, ძალიან ადრეა. რისკი ამის არსებობს და ამის მაგალითია „ომიკრონის“ ქვეტიპები. მას 3 ქვეტიპი გააჩნია. 

„ომიკრონი“ ახალია, მისი დეტალური შესწავლა 26 ნოემბრიდან დაიწყო. ის ინფორმაცია, რომელიც გვაქვს, მიუთითებს მინიმუმ 4-თვიან პერიოდზე. 4 თვის განმავლობაში ადამიანმა, რომელმაც  გადაიტანა „ომიკრონი“, შეიძლება მეტ-ნაკლებად დაცულად ჩათვალოს თავი ახალი ინფიცირებისაგან. თუმცა, საფრთხეა „ომიკრონის“ მეორე ვარიანტი,  ჯერჯერობით არ არის ცნობილი მას რეინფიცირება შეუძლია თუ არა პირველი ვარიანტის წინააღმდეგ, ჯერჯერობით კითხვის ნიშანი არსებობს. ზოგადად ეს არის 4 თვიანი პერიოდი“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

ცნობისთვის, „ომიკრონიდან“ ისევ „ომიკრონით“ რეინფიცირების შემთხვევები  ჯერ საქართველოში არ დაფიქსირებულა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

„ვინც „სტელს-ომიკრონი“ გადაიტანა, ის „ომიკრონით“ არ დაინფიცირდება“ - თენგიზ ცერცვაძე

✅ მხოლოდ ვირუსმა არ განიცადა მუტაცია, ეს თურმე ადამიანებსაც შეუძლიათ - Deutche Welle

✅ „დადასტურებიდან 6 დღის შემდეგ „ომიკრონით“ ინფიცირებული ადამიანი სხვებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

✅ მეხსიერების დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება და არტერიული წნევის ცვლილება - ხანგრძლივი კოვიდი მზარდ საკითხად რჩება - ზაზა წერეთელი

✅ მაიმუნებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „ომიკრონის“ გამაძლიერებელი შეიძლება, არ იყოს საჭირო - აშშ-ის მკვლევარები

✅ რა არის ძირითადი მიზეზი, როდესაც პისიარი ცდომილებას იძლევა? - გიორგი კავკასიძის განმარტება