მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ანტისხეულებს კორონავირუსის ახალი ვარიანტი BA.5 გვერდს უვლის“ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი
1656484194
COVID-19

ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოს კოვიდის ახალი ტალღა ემუქრება. ცენტრალურ ევროპაში „ომიკრონის“ შტამის ქვევარიანტი B.A.4, B.A.5 გავრცელდა.  B.A.4, B.A.5 ვარიანტები გავრცელებულია - პორტუგალიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. BA.5 ასევე, საქართველოშიც გამოჩნდა. 

სპეციალისტების თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი ანტისხეულებისგან თავის დაღწევის უნარითაც გამორჩევა. 

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, აცხადებს, რომ  BA.5 სწრაფად ვრცელდება. 

„არამხოლოდ ვირუსის სპაიკში რომლის მიმართაც ანტისხეულებს გამოვიმუშავებთ, არამედ ვირუსის ცილებშიც მოხდა ცვლილებები და შესაბამისად, ამან გამოიწვია ის, რომ იმ ანტისხეულებს, რომლებიც არის ადამიანის ორგანიზმში გვერდს უვლის კორონავირუსის ახალი ვარიანტი  BA.5. უამრავია ადამიანის სისხლის შრატი შეისწავლეს, რომელმაც გადაიტანა ეს  BA.5 და აღმოაჩინეს, რომ სისხლის შრატში ანტისხეულების ტიტრი იყო ძალიან დაბალი“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა. 

ამასთან, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პოსტკოვიდური სიმპტომების მქონე ადამიანების რაოდენობის ზრდაა. 

„უამრავი კვლევები გამოქვეყნდა, რომ პოსტკოვიდი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაუარესებას იწვევს, ასევე, აზიანებს ნერვოლოგიურ სისტემებს. პოსტკოვიდი ალცჰაიმერის დაავადების რისკს ზრდის. არ დარჩა ორგანო, რომელშიც არ დაიწყო გართულებები პოსტკოვიდმა. ბევრ ადამიანს რჩება გარკვეული დაღლილობა, მეხსიერების უნარების დაკარგვა და შრომის უნარიანობა ეცემა“, - დასძენს ზაზა წერეთელი. 

შეგახსენებთ, 20-26 ივნისის პერიოდში კოვიდ 19-ის 1 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 646 ადამიანი, ხოლო ვირუსს 2 ადამიანი ემსხვერპლა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტები გავრცელდა - ფრანგებმა კვლავ უნდა დაიწყონ ნიღბების ტარება

👉 ახალი შტამი მსუბუქი არ იქნება, მოსალოდნელია პატარა ტალღები - გიორგი კამკამიძე

👉 „არის რისკები, დიდი რაოდენობით ადამიანი დაინფიცირდეს“ - ალექსანდრე გოგინავა ახალ შტამზე

👉 ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების მატება დაიწყოს - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 საქართველოში კოვიდის მორიგი აფეთქება დაიწყო, პირველი დარტყმა სწორედ ბავშვებზე მოდის - გიორგი ფხაკაძე