მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აცრილებსა და აუცრელებში ინფიცირების სიმპტომები განსხვავებულია - კრეიგ სპენსერი

დოქტორი, ექიმი კრეიგ სპენსერი
1641497949
COVID-19

ნიუ-იორკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ექიმმა დოქტორმა კრეიგ სპენსერმა „ომიკრონ“ შტამისთვის დამახასიათებელ სიმპტომებზე  „ტვიტერზე“ისაუბრა.

„ყველა პაციენტს, რომელიც იყო ინფიცირებული და ჰქონდა გაკეთებული ვაქცინის მესამე დოზა, ჰქონდა მსუბუქი სიმპტომები. მსუბუქში ვგულისხმობ ძირითადად ყელის ტკივილს, დაღლილობას და კუნთების ტკივილს. მათ არ უჭირდათ სუნთქვა და არ აღენიშნებოდათ ქოშინი. 

პაციენტთა უმრავლესობას, რომლებმაც გაიკეთეს „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინის ორი დოზა, ჰქონდათ „მსუბუქი“ სიმპტომები, თუმცა უფრო მეტი, ვიდრე სამჯერადად ვაქცინირებულებს. 2 დოზით ვაქცინირებულებს ჰქონდათ - უფრო მეტი ხველა, მაღალი სიცხე, დაღლილობა, სისუსტე და ქოშინი“, - წერს დოქტორი კრეიგ სპენსერი.

ექიმის თქმით, „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ერთი დოზით აცრილ ადამიანებში ვირუსი შედარებით რთულად მიმდინარეობდა. ამ ადამიანებს აღენიშნებოდათ - მაღალი ტემპერატურა, დაღლილობა, სისუსტე, ქოშინი და ხველა.

ექიმის ცნობით, ყველა ის პაციენტი, რომელიც მასთან მოხვდა და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ვაქცინირებულები არ იყვნენ.

როგორც ექიმი  წერს, არავაქცინირებულებს, რომლებსაც არ გაუკეთებიათ ვაქცინის ერთი დოზაც კი, ყველაზე მეტად სჭირდებათ ჟანგბადი და მათ ყველაზე მეტად აქვთ გართულებები. არავაქცინირებულ ადამიანებს აღენიშნებოდათ ძლიერი ქოშინი და ჟანგბადის დონის დაქვეითება სიარულის დროს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

 „უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის შესახებ, რომ „ომიკრონი“ მსუბუქ სიმპტომებს იწვევს“ - ჯანმო

 ისრაელში ორმაგი ინფექციის პირველი შემთხვევა დადასტურდა - ზაზა წერეთელი

 ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინა - ვინ მუშაობს მის შექმნაზე?

⚫ „ომიკრონის“ გავრცელების შესაძლებლობები და სისწრაფე უფრო მაღალია, ვიდრე დელტას“ - თამარ გაბუნია

 „ომიკრონით“ გამოწვეული ტალღის ხანგრძლივობა 2-3 კვირას არ აღემატება“ - ივანე ჩხაიძე

 საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი B.1.640.2 აღმოაჩინეს, რომელსაც 46 მუტაცია აქვ