მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის შესახებ, რომ „ომიკრონი“ მსუბუქ სიმპტომებს იწვევს“ - ჯანმო

ჯანმო აფხაზეთში წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს
1641360616
COVID-19

„უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის შესახებ, რომ ​კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი გავლენას ახდენს ზედა სასუნთქ გზებზე, იწვევს უფრო მსუბუქ სიმპტომებს, ვიდრე წინა ვარიანტები“, - ამის შესახებ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა. 

მისი თქმით, „ომიკრონი“  შემთხვევების მზარდ რაოდენობასა და სიკვდილიანობის დაბალ მაჩვენებლებს იწვევს. 

„ჩვენ ვხედავთ უფრო და უფრო მეტ კვლევას, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ „ომიკრონი“ აინფიცირებს სხეულის ზედა ნაწილს. ეს შეიძლება იყოს კარგი ამბავი, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება მეტი გამოკვლევა ამის დასამტკიცებლად“, - განაცხადა ჯანმოს  წარმომადგენელმა აბდი მაჰამუდმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ის სწრაფად ვრცელდება და 128 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობამ ყველა დროის რეკორდს მიაღწია, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე იყო პანდემიის სხვა ფაზებზე.

ჯანმოს წარმომადგენლის თქმით, მაღალი გადაცემა ნიშნავს, რომ „ომიკრონი“ რამდენიმე კვირაში დომინანტური გახდება ბევრგან, რაც საფრთხეს უქმნის სამედიცინო სისტემებს იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი რჩება არავაქცინირებული.

საქართველოში „ომიკრონის“ შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

 „კორონავირუსმა ჩაკეტა საზღვრები, გაყო ოჯახები, თუმცა თუ დავასრულებთ უთანასწორობას, დავასრულებთ პანდემიას“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

⚫ „მომდევნო თვეში ვირუსული ქარიშხალი იქნება“ - ექსპერტები

⚫ „პანდემიას ვერ გავუმკლავდით“ - თენგიზ ცერცვაძე

⚫ „პროგნოზები დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს“ - პაატა იმნაძე

 „ინფიცირების ზრდის ყველაზე მაღალი რისკი ახლა გვაქვს“ - ივანე ჩხაიძე