მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონის“ გავრცელების შესაძლებლობები და სისწრაფე უფრო მაღალია, ვიდრე დელტას“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
1641290580
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე და „ომიკრონის“ შტამის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ინფიცირების დღევანდელი მონაცემები დასვენების დღეებს უკავშირდება. 

„საახალწლო დღეებთან დაკავშირებით ტესტირების რაოდენობა შედარებით ნაკლები იყო. დაგროვდა ის შემთხვევები, რომელიც გამოუვლენელი დარჩა და დღეს 3 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, საშუალო მაჩვენებელი ბოლო 7 დღის განმავლობაში არის 2 000 შემთხვევა, რაც შედარებით ნაკლებია ვიდრე წინა კვირებში. მაგრამ, რა თქმა უნდა, მაინც  არის საყურადღებო მაჩვენებელი. 

მოსალოდნელია „ომიკრონის“ შემთხვევების მატება. „ომიკრონის“ გავრცელების შესაძლებლობები და სისწრაფე უფრო მაღალია, ვიდრე მაგალითად დელტა შტამის შემთხვევაში იყო. თუმცა, ისიც არის ცნობილი, რომ კლინიკურად მძიმე მიმდინარეობა სხვა შტამებისგან განსხვავებით, დღევანდელი ინფორმაციით არ ახასიათებს. კიდევ უფრო საყურადღებოა ვაქცინაციის ტემპის გააქტიურება, ასევე, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და დიდი თავყრილობებისგან თავის არიდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის პროგრამაზეც ისაუბრა.

„ვაქცინაციის პროგრამაში გრძელდება წახალისების პროგრამის მოქმედება. 200 ლარიან წახალისებას მიიღებს ყველა პირი 50 წლის ზემოთ, რომელიც გაიკეთებს აცრას 31 იანვრის ჩათვლით. „ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინა მოქმედებს და განსაკუთრებით ბუსტერ დოზა. მობილიზებული რჩება კლინიკური სექტორი, დღეისთვის არ არის დატვირთვა მაღალი. საწოლების თითქმის 50% თავისუფალია. თუკი საჭირო გახდება დამატებითი ნაკადის მართვა, ბუნებრივია, ჰოსპიტალურ სექტორს ამის შესაძლებლობა აქვს. კლინიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს“, - აღნიშნავს გაბუნია. 

საქართველოში „ომიკრონის“ შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

 „კორონავირუსმა ჩაკეტა საზღვრები, გაყო ოჯახები, თუმცა თუ დავასრულებთ უთანასწორობას, დავასრულებთ პანდემიას“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

⚫ „მომდევნო თვეში ვირუსული ქარიშხალი იქნება“ - ექსპერტები

⚫ „პანდემიას ვერ გავუმკლავდით“ - თენგიზ ცერცვაძე

⚫ „პროგნოზები დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს“ - პაატა იმნაძე

 „ინფიცირების ზრდის ყველაზე მაღალი რისკი ახლა გვაქვს“ - ივანე ჩხაიძე