მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„BA.5 და BA.4 ხასიათდებიან უფრო მაღალი გავრცელებით და გადადებით“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
1656919509
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამები უფრო მაღალი გავრცელებით და გადადებით ხასიათდებიან. 

მისი თქმით, მთავარ რეკომენდაციად შემოდგომისთვის ისევ და ისევ იმუნური ფენის გაზრდა რჩება.

„BA.5 და BA.4 ხასიათდებიან უფრო მაღალი ტრანსმისიით, ანუ გავრცელებით და გადადებით, მაგრამ მისი სიმძიმე არ არის უფრო მეტი. მთავარ რეკომენდაციად შემოდგომისთვის ისევ და ისევ იმუნური ფენის გაზრდა რჩება. ამიტომ აუცილებელია, რომ მივმართოთ ამცრელ პუნქტებს და ავიცრათ. ვინც აცრილია და „ბუსტერიც“ გაკეთებული აქვს, სასურველია, რომ მეორე „ბუსტერი“ გაიკეთონ“, - აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, 20-26 ივნისის პერიოდში კოვიდ 19-ის 1 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 646 ადამიანი, ხოლო ვირუსს 2 ადამიანი ემსხვერპლა.

ცნობისთვის, საქართველოში „ომიკრონის “ახალი ქვეშტამი BA.5 გამოჩნდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო 1 კვირაში წინა კვირასთან შედარებით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგებულია“ - ივანე ჩხაიძე

👉 „ანტისხეულებს კორონავირუსის ახალი ვარიანტი BA.5 გვერდს უვლის“ - ზაზა წერეთელი

👉 საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტები გავრცელდა - ფრანგებმა კვლავ უნდა დაიწყონ ნიღბების ტარება

👉 ახალი შტამი მსუბუქი არ იქნება, მოსალოდნელია პატარა ტალღები - გიორგი კამკამიძე

👉 „არის რისკები, დიდი რაოდენობით ადამიანი დაინფიცირდეს“ - ალექსანდრე გოგინავა ახალ შტამზე