მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგებულია“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1656917559
COVID-19

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. 

ივანე ჩხაიძის ცნობით, ახალი შტამით ინფიცირებულებში დაავადება მძიმედ არ მიმდინარეობს. 

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევები მატულობს და ეს მატება საკმაოდ მნიშვნელოვანია. გაორმაგებულია შემთხვევათა რაოდენობა, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა მსუბუქი რჩება. გარდაცვალების მაჩვენებელი 0, 1, მაქსიმუმ 2 შემთხვევაა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად შემთხვევების მატებისა, ამ ვარიანტის ბუნებიდან გამომდინარე დაავადება არ მიმდინარეობს მძიმედ და ძირითადად არიან პაციენტები, რომელთა მართვაც შესაძლებელია ბინაზე, ან ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ“, - აცხადებს იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი. 

შეგახსენებთ, 20-26 ივნისის პერიოდში კოვიდ 19-ის 1 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 646 ადამიანი, ხოლო ვირუსს 2 ადამიანი ემსხვერპლა.

ცნობისთვის, საქართველოში „ომიკრონის “ახალი ქვეშტამი BA.5 გამოჩნდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო 1 კვირაში წინა კვირასთან შედარებით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ანტისხეულებს კორონავირუსის ახალი ვარიანტი BA.5 გვერდს უვლის“ - ზაზა წერეთელი

👉 საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტები გავრცელდა - ფრანგებმა კვლავ უნდა დაიწყონ ნიღბების ტარება

👉 ახალი შტამი მსუბუქი არ იქნება, მოსალოდნელია პატარა ტალღები - გიორგი კამკამიძე

👉 „არის რისკები, დიდი რაოდენობით ადამიანი დაინფიცირდეს“ - ალექსანდრე გოგინავა ახალ შტამზე

👉 ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების მატება დაიწყოს - ბიძინა კულუმბეგოვი