მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცულნი არიან“ - ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი

კორონავირუსის ახალი ვარიანტი
1638379136
COVID-19

„ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცულნი არიან“, - ამის შესახებ ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა ნიცან ჰოროვიცმა განაცხადა. 

მისი თქმით, ვაქცინას ნამდვილად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ახლა.

„უახლოეს დღეებში უფრო ზუსტი ინფორმაცია გვექნება „ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობის შესახებ, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი უკვე არის. პირველადი მინიშნებების თანახმად, ისინი, ვინც ვაქცინირებულნი არიან ჯერ კიდევ მოქმედი ან გამაძლიერებელი დოზით, ამ ვარიანტისგან დაცულნი იქნებიან“, - აღნიშნა ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

 აცრა სავალდებულო უნდა იყოს მათთვისაც, ვინც კორონავირუსი გადაიტანა - ზაზა წერეთელი

⚫„რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და ბევრი მუტაცია ჩნდება“ - გიორგი ფხაკაძე

 კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება

⚫ მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე

⚫ „საშინელი მუტაცია“ - რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ და რამდენად სწრაფად ვრცელდება ის მსოფლიოში? - BBC