მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის ორი მესამედია დაუცველი და აუცრელი“ - აკაკი ზოიძე

აკაკი ზოიძე
1641969834
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ და ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ „იმედის“ ეთერში, „ომიკრონის“ სწრაფ გავრცელებასა და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრეს. 

აკაკი ზოიძის თქმით, ვაქცინაცია კვლავ დაბალ მაჩვენებელზეა და აუცილებელია ტემპის მატება. 

„ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის ორი მესამედია დაუცველი და აუცრელი. შესაძლოა, აქ გაცილებით მძიმე მიმდინარეობა ჰქონდეს „ომიკრონს“. ახლა არის კრიტიკული ორი თვე წინ, როდესაც რამდენიმე ათობით ათასს გადააჭარბებს დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოხვდეს საავადმყოფოში“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტის თქმით, „ომიკრონის“ სწრაფმა გავრცელებამ, შესაძლოა, პრობლემები შექმნას. 

„ჩვენ ვხედავთ ბოლო დღეების მაჩვენებელს, რომ იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. ეს მოსალოდნელიც იყო. ჰოსპიტალურ სექტორში  ჯერჯერობით ადგილების მხრივ პრობლემა არა არის. თუმცა „ომიკრონის“ სწრაფ და აგრესიულ გავრცელებასთან ერთად შესაძლოა პრობლემები შეიქმნას“, - აღნიშნავს ალექსანდრე გოგინავა. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

 აცრილებსა და აუცრელებში ინფიცირების სიმპტომები განსხვავებულია - კრეიგ სპენსერი

 „ომიკრონის“ გამო ხალხი საავადმყოფოებში ხვდება და კვდება“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

⚫ „ომიკრონის“ მაღალმა ციფრობრივმა რაოდენობამ, შეიძლება, იმუნიტეტის მაღალი ფენა შექმნას“ - დევი ტაბიძე

⚫ „ომიკრონის“ დროს ადამიანები ხელმეორედ ინფიცირდებიან - ამირან გამყრელიძე

 „ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 335 შემთხვევა უნდა გავამრავლოთ 4-ზე“ - ამირან გამყრელიძე