მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონის“ მაღალმა ციფრობრივმა რაოდენობამ, შეიძლება, იმუნიტეტის მაღალი ფენა შექმნას“ - დევი ტაბიძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი
1641460124
COVID-19

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 

კლინიკური დირექტორის თქმით, ერთადერთი დადებითი „ომიკრონს“, რაც აქვს არ არის ბოროტი მიკრობი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე  საწოლფონდის პრობლემა არ შექმნილა. 

„დღევანდელი ციფრები ჩემთვის მისაღები არის, ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაში ვართ. ეს ციფრები აუცილებლად გაიზრდება მინიმუმ 5-6 ათასამდე და იანვრის ბოლოს, თებერვლის შუა რიცხვებამდე, ასეთი მონაცემი გვექნება.  სამწუხაროა, რომ გავრცელება ძალიან სწრაფია, მოცვა ძალიან დიდია, რაოდენობრივი მახასიათებელი ძალიან მაღალია. ერთადერთი დადებითი „ომიკრონს“ რაც აქვს, არ არის ბოროტი მიკრობი ვირუსი და ის არ გამოიწვევს  ძალიან დიდ უარყოფით შედეგებს. მსუბუქად მიმდინარეობს და შესაძლებელია, კარგი მენეჯმენტის შემთხვევაში, სწორად მართონ ოჯახის ექიმებმა ბინებზე და კოვიდსასტუმროებში და არ მოხდეს რაოდენობის ზრდასთან ერთად  ჰოსპიტლების გადატვირთვა. ამ ეტაპზე საწოლფონდი მზად არის დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნა. თუ ადამიანები ძალიან არ განიცდიან პრობლემის გამწვავებას, ნუ მიმართავენ ჰოსპიტალს. მსუბუქი პაციენტით კლინიკა არ უნდა გადაიტვირთოს“, - აცხადებს დევი ტაბიძე. 

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი აღნიშნავს, რომ მეექვსე ტალღას სტარტი უკვე აღებული აქვს.

ამასთან, ტაბიძე ამბობს, რომ სეზონური გრიპები სიტუაციას კიდევ უფრო მეტად ართულებს:

„დასაწყისს სტარტი აღებული აქვს, რომ მეექვსე  ტალღაზე გადავიდეთ. თუმცა, წინა ტალღა ჯერ დასრულებული არ არის. სამწუხაროდ გარდაცვალების მაჩვენებელი ისევ მაღალია. რაოდენობრივად მთელ მსოფლიოში „ომიკრონის“ გავრცელების ციფრები ძალიან მაღალია. კორონავირუსის შტამებს დახვდა, ასევე, სეზონური გრიპები და ეს ყველაფერი ერთად კიდევ მეტად ართულებს მდგომარეობას. ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან მცირეა. მეექვსე ტალღა დაწყების სტადიაშია“, - აღნიშნა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა. 

დევი ტაბიძემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და არსებული რეგულაციის აღსრულებისკენ მოუწოდა. 

როგორც დევი ტაბიძე აღნიშნავს, „ომიკრონის“ სწრაფმა გავრცელებამ საზოგადოებაში შეიძლება შექმნას იმუნიტეტი, თუმცა მოსაზრებას, რომ „ომიკრონი“ არის პანდემიის დასასრული, არ ეთანხმება. 

„ომიკრონს“ პანდემიის დასასრულად არ მივიჩნევ. ერთადერთი „ომიკრონის“ მაღალმა ციფრობრივმა რაოდენობამ, შეიძლება, შექმნას ე.წ იმუნიტეტის მაღალი რაოდენობა და ფენა დაახლოებით 70-75%. დღეს ბუნებაში 3 000-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის  ვირუსი არის, თუმცა არცერთს არ ვებრძვით, ის არსებობს ჩვენთან ერთად და ჩვენ მასთან ერთად გვიყალიბდება იმუნიტეტი, ამაში მთელი მიკრობიოლოგია და ეპიდემიოლოგია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსებთან ერთად თანაცხოვრება. პირბადე რჩება უპირობო მექანიზმად, ასევე, თავყრილობების შემცირება და არსებული რეკომენდაციების გათვალისწინება. რეკომენდაციების დაცვის გამკაცრებას, რა თქმა უნდა, ვემხრობი. მგონი სჯობს, ცოტა ზეიმი მოვიკლოთ და მეტად დღეგრძელები ვიყოთ“, - დასძენს კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძე. 

საქართველოში „ომიკრონის“ შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა.

6 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 335 შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 128 ქვეყანაში დაფიქსირდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

 „უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის შესახებ, რომ „ომიკრონი“ მსუბუქ სიმპტომებს იწვევს“ - ჯანმო

 ისრაელში ორმაგი ინფექციის პირველი შემთხვევა დადასტურდა - ზაზა წერეთელი

 ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინა - ვინ მუშაობს მის შექმნაზე?

⚫ „ომიკრონის“ გავრცელების შესაძლებლობები და სისწრაფე უფრო მაღალია, ვიდრე დელტას“ - თამარ გაბუნია

 „ომიკრონით“ გამოწვეული ტალღის ხანგრძლივობა 2-3 კვირას არ აღემატება“ - ივანე ჩხაიძე

 საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი B.1.640.2 აღმოაჩინეს, რომელსაც 46 მუტაცია აქვ