მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონის“ დროს ადამიანები ხელმეორედ ინფიცირდებიან - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი
1641454750
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „იმედის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ გავრცელების სისწრაფეზე ისაუბრა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ბუსტერიზებულ ადამიანებში ინფიცირება ნაკლებია. 

„ომიკრონის“ გავრცელების სისწრაფე 3-4-ჯერ და უფრო მეტია, ვიდრე აქამდე არსებული კორონავირუსის შტამების. ხელმეორედ ინფიცირდებიან ადამიანები, ვისაც  გადატანილი აქვს ინფექცია, ანუ რეინფექციის პროცენტი საკმაოდ მაღალია. ის გვერდს უვლის იმ ვაქცინებს, რომლებიც დღეს გამოიყენებიან. თუ ბუსტერია გაკეთებული, ბუსტერიზებულ ადამიანებში შედარებით ნაკლებია ინფიცირების მაჩვენებელი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

საქართველოში „ომიკრონის“ შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა.

6 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 335 შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 128 ქვეყანაში დაფიქსირდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

 „უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის შესახებ, რომ „ომიკრონი“ მსუბუქ სიმპტომებს იწვევს“ - ჯანმო

 ისრაელში ორმაგი ინფექციის პირველი შემთხვევა დადასტურდა - ზაზა წერეთელი

 ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინა - ვინ მუშაობს მის შექმნაზე?

⚫ „ომიკრონის“ გავრცელების შესაძლებლობები და სისწრაფე უფრო მაღალია, ვიდრე დელტას“ - თამარ გაბუნია

 „ომიკრონით“ გამოწვეული ტალღის ხანგრძლივობა 2-3 კვირას არ აღემატება“ - ივანე ჩხაიძე

 საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი B.1.640.2 აღმოაჩინეს, რომელსაც 46 მუტაცია აქვს