მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონის“ გამო ხალხი საავადმყოფოებში ხვდება და კვდება“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

ჯანმოს დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი
1641495998
COVID-19

„ომიკრონის“ ვარიანტი, როგორც ჩანს, იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას, ვიდრე გლობალურად დომინანტური დელტა შტამი, მაგრამ  მსუბუქი არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

ჯანმოს ხელმძღვანელის თქმით, ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ „ომიკრონის“ დროს ჰოსპიტალიზაციის  რისკი შემცირდა. როგორც ჩანს, სიმძიმის რისკი შემცირებულია როგორც ახალგაზრდებში, ასევე, ხანდაზმულებში.

„მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონი ნაკლებად მძიმეა დელტასთან შედარებით, განსაკუთრებით ვაქცინირებულებში, ეს არ ნიშნავს, რომ ის უნდა იყოს მსუბუქად კატეგორიაში. ისევე როგორც წინა ვარიანტების შემთხვევაში, „ომიკრონის“ გამო, ხალხი საავადმყოფოებში ხვდება და კვდება“, - აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

საქართველოში „ომიკრონის“ შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა.

6 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 335 შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 128 ქვეყანაში დაფიქსირდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

 „უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის შესახებ, რომ „ომიკრონი“ მსუბუქ სიმპტომებს იწვევს“ - ჯანმო

 ისრაელში ორმაგი ინფექციის პირველი შემთხვევა დადასტურდა - ზაზა წერეთელი

 ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინა - ვინ მუშაობს მის შექმნაზე?

⚫ „ომიკრონის“ გავრცელების შესაძლებლობები და სისწრაფე უფრო მაღალია, ვიდრე დელტას“ - თამარ გაბუნია

 „ომიკრონით“ გამოწვეული ტალღის ხანგრძლივობა 2-3 კვირას არ აღემატება“ - ივანე ჩხაიძე

 საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი B.1.640.2 აღმოაჩინეს, რომელსაც 46 მუტაცია აქვ