მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დეტალურად შესწავლილი შემთხვევებიდან 16% რეინფიცირებაა“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1642079502
COVID-19

„ომიკრონის“ 777 შემთხვევიდან, რომელიც დეტალურად არის შესწავლილი, 16% რეინფიცირებაა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცირკულაციაში „ომიკრონის“ რაოდენობა უკვე 45%-ზე მეტია, კვირის ბოლოს 60%-მდე იქნება.

„ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 1 009 შემთხვევაა დადასტურებული. ჩვენ ლაბორატორიებს მივეცით მითითება, რომ საეჭვო შემთხვევები შერჩევითად გამოგზავნონ. დაახლოებით აგზავნიან საეჭვო შემთხვევების 10-დან 20%-მდე, ანუ იმდენად მაღალია საეჭვო შემთხვევების რაოდენობა და მერყეობს იმ ნიშნებით, როცა ეჭვი მიგვაქვს, შეიძლება თუ არა იყოს ეს „ომიკრონი“. ამ ტიპის შემთხვევების რაოდენობა ლაბორატორიულად საერთო დიაგნოსტირებულებში უკვე 60%-ს ასცდა.

ცირკულაციაში „ომიკრონის“ რაოდენობა უკვე არის 45%-დან, რასაც ვამბობდით, ზემოთ მიდის და ალბათ ამ კვირის ბოლოს, ჩვენი გათვლებით, ის იქნება 60%-მდე მთლიანად დადებითი შემთხვევების.

სადღაც 16%-ის ფარგლებში გვაქვს რეინფიცირება. 16%-ს რომ გეუბნებით, ესენი დადასტურებული შემთხვევებია. 16% რომ არის ლაბორატორიულად დადასტურებული, იქიდან ეპიდემიოლოგიურად რომ შეისწავლეს, ყველა - 1 009 არ არის შესწავლილი, შესწავლილია 777 შემთხვევა დეტალურად და ამ ეტაპზე, აქედან 16% არის რეინფიცირება“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

⚫ „ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის ორი მესამედია დაუცველი და აუცრელი“ - აკაკი ზოიძე

⚫ „კორონავირუსი ხდება პაციენტებისთვის ქრონიკული დაავადებების გამწვავების ტრიგერი“ - ნანა გეგეჭკორი

 5 ძირითადი სიმპტომი, რომელიც „ომიკრონს“ ახასიათებს

⚫ რატომ არის „ომიკრონი“ საშიში, თუ ის დელტაზე სუსტია? - მეცნიერების განმარტება

 ნუ თამაშობთ რუსულ „რულეტკას“ - გერმანელი ექსპერტები ომიკრონზე