მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესპანეთში შექმნეს ტესტი, რომელსაც შეუძლია დაადგინოს, ესაჭიროება თუ არა ადამიანს ვაქცინის დამატებითი დოზა

ესპანეთში შექმნეს ტესტი, რომელსაც შეუძლია დაადგინოს, ესაჭიროება თუ არა ადამიანს ვაქცინის დამატებითი დოზა
1644696311
COVID-19

ორმა ესპანელმა მკვლევარმა, იმუნოლოგმა და ალერგოლოგმა კანარის კუნძულების საუნივერსიტეტო საავადმყოფოდან, შექმნეს ტესტი, რომელსაც შეუძლია გამოიცნოს უჯრედული იმუნიტეტის მდგომარეობა და, შესაბამისად, სწრაფად ავლენს, ესაჭიროება თუ არა ადამიანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზა. 

 ეს არის „CoviDCELL“  ტესტი, ის უჯრედის იმუნიტეტის მდგომარეობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

კონკრეტულად, „CoviDCELL“ არის კლასიკური იმუნოლოგიური ტესტის ადაპტაცია, კანის ტესტი, რომელიც წლების განმავლობაში ტარდებოდა ისეთ დაავადებებში, როგორიცაა ტუბერკულოზი. ასევე, 1990-იან წლებში ამ ტესტს ხშირად იყენებდნენ აივ-ით დაავადებულებთან.

როგორ მუშაობს ტესტი?

ხსნარი პაციენტის წინამხრის კანში შეჰყავთ, რომელიც კორონავირუსის სპაიკის ცილას შეიცავს, რათა შეისწავლოს კანის რეაქცია. ამის საშუალებით ვიგებთ გვაქვს თუ არა უჯრედული იმუნიტეტი ამ პათოგენის მიმართ ანუ საბოლოოდ უნდა გავიკეთოთ თუ არა ვაქცინა. ინიექციის შემდეგ 12-დან 48 საათამდე ლოდინი აუცილებელია, რათა გაიზომოს უჯრედული რეაქცია.

„ეს ტესტი უფრო მარტივია და საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, გჭირდებათ თუ არა დამატებითი დოზები დროთა განმავლობაში, ტესტით ჩვენ შეგვიძლია ვუპასუხოთ კითხვებს, თუ რამდენ ხანს გრძელდება ვაქცინების იმუნოგენურობა, ან რამდენი დოზა დაგვჭირდება “, - განაცხადა  იმუნოლოგის სპეციალისტმა ბარიოსმა. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

პანდემიის მწვავე ფაზა შესაძლოა, წელს დასრულდეს - ტედროს ადანომ გებრეისუსი

✅ რამდენ ხანშია შესაძლებელი „ომიკრონით“ მეორედ დაინფიცირდეთ? - ჩხაიძის განმარტება

✅ იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდა

✅ „პანდემია არ დასრულებულა, ახალი შეშფოთების ვარიანტები იქნება“ - ჯანმოს მთავარი მეცნიერი

✅ „დადასტურებიდან 6 დღის შემდეგ „ომიკრონით“ ინფიცირებული ადამიანი სხვებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

✅ მეხსიერების დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება და არტერიული წნევის ცვლილება - ხანგრძლივი კოვიდი მზარდ საკითხად რჩება - ზაზა წერეთელი

✅ მაიმუნებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „ომიკრონის“ გამაძლიერებელი შეიძლება, არ იყოს საჭირო - აშშ-ის მკვლევარები

✅ რა არის ძირითადი მიზეზი, როდესაც პისიარი ცდომილებას იძლევა? - გიორგი კავკასიძის განმარტებ