მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გლობალურად ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“, - ალექსანდრე გოგინავა

 ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი
1657091734
COVID-19

„ქვეყანაში {კორონავირუსის} ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. 

ინფექციონისტი მოსახლეობას რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს. 

„გლობალურად ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია, რაც ძირითადად დაკავშირებულია „ომიკრონის“ ახალ ქვეშტამებთან. ესენია - BA.5 და BA.4. შესაბამისად, ჩვენ ქვეყანაში ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა. ეს ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ ამ შტამებისთვის დამახასიათებელია სწრაფი გავრცელება.

ვიცით, ჩვენთან მოხსნილია თითქმის ყველა რეგულაცია. ასევე, მოსახლეობის მხრიდან არ ხდება რეგულაციების დაცვა და ამან ხელის შეუწყო ეპიდსიტუაციის მეტ-ნაკლებად გაუარესებას“, - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „რეინფიცირების რისკი BA.5 და BA.4 ვარიანტების დროს ძალიან მაღალია“ - ივანე ჩხაიძე

👉 „კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგებულია“ - ივანე ჩხაიძე

👉„BA.5 და BA.4 გვერდს უვლის უკვე ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს“ - ალექსანდრე გოგინავა

👉 „ანტისხეულებს კორონავირუსის ახალი ვარიანტი BA.5 გვერდს უვლის“ - ზაზა წერეთელი

👉 საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტები გავრცელდა - ფრანგებმა კვლავ უნდა დაიწყონ ნიღბების ტარება