მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ისინი, ვინც ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ, კრიმინალები არიან“ - ფაიზერის დირექტორი

შესაძლებელია, ახალი შტამი გაჩნდეს, რომელსაც არსებული ვაქცინები ვერ მოერევა - ალბერტ ბურლა
1636539199
COVID-19

„ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორი ალბერტ ბურლა ადამიანებს, რომლებიც  ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ, კრიმინალებს უწოდებს. 

„ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, არავაქცინირებული ადამიანები აუცილებლად უნდა აიცრან, რათა ცხოვრება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. 

„ეს ხალხი კრიმინალები არიან. ისინი არ არიან უბრალოდ ცუდი ხალხი. ისინი კრიმინალები არიან. ერთადერთი, რაც ცხოვრების ახალ წესსა და ცხოვრების ამჟამინდელ წესს შორის დგას, ვაქცინაციის ყოყმანია, ხოლო ბევრი ადამიანი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მას შემდეგ დაუბრუნდება, როდესაც ბევრი არავაქცინირებული ადამიანი აიცრება“, - განაცხადა ალბერტ ბურლამ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „რეანიმაციაში მყოფი ყველა პაციენტი არავაქცინირებულია“ - ლევან გოფოძე

👉 „ქვეყანაში პარადოქსული სიტუაციაა, ინფიცირებულთა მატებას ვპასუხობთ ვაქცინირებული ადამიანების კლებით“ - ივანე ჩხაიძე

👉 კორონავირუსი, გაციება, ალერგია და გრიპი - განსხვავება დაავადებებს შორის

👉 „მდგომარეობა უკვე საშიშია - მოსალოდნელია სიკვდილიანობის მაჩვენებლის მატება“ - აკაკი ზოიძე

👉 „აცრილებში ფილტვის ქსოვილი შედარებით ნაკლებად ზიანდება“ - ლევან რატიანი