მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მდგომარეობა უკვე საშიშია - მოსალოდნელია სიკვდილიანობის მაჩვენებლის მატება“ - აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის ექსპერტი
1636355230
COVID-19

„საავადმყოფოები თუ გადაიტვირთება, სამწუხაროდ, მოსალოდნელია ისედაც მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლის მატება - მდგომარეობა უკვე საშიშია“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება.

„ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ყოველდღიურად მწვავდება. კლინიკური სექტორი ზღვარზეა. ინფიცირებულთა დიდი ნაწილი საავადმყოფოშია მოთავსებული. საავადმყოფოები თუ გადაიტვირთება, სამწუხაროდ, მოსალოდნელია ისედაც მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლის მატება.

უბრალოდ, არ გვეყოფა კვალიფიციური პერსონალი, ექთნები, სანიტრები და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ექიმები. მდგომარეობა უკვე საშიშია, არავითარ მომავალზე არაა ლაპარაკი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორმე შევძლოთ ყველაზე ცუდი სცენარის თავიდან აცილება“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „რეანიმაციაში მყოფი ყველა პაციენტი არავაქცინირებულია“ - ლევან გოფოძე

👉 „თუ არ გინდა აცრა, უნდა შეეგუო ერთგვარ დისკომფორტს“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „შესაძლებელია, საჭირო გახდეს დამატებითი შეზღუდვების დაწესება“ - ალექსანდრე გოგინავა

👉 „შეზღუდვების დაწესება გარდაუვალია“ - ალექსანდრე გოგინავა

👉 „ყველაფერს ზღვარი აქვს, არ უნდა გამოვცადოთ ჯანდაცვის სექტორი“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 მწვანე პასპორტები სავარაუდოდ ორშაბათიდან ამოქმედდება

👉 „ქვეყანაში პარადოქსული სიტუაციაა, ინფიცირებულთა მატებას ვპასუხობთ ვაქცინირებული ადამიანების კლებით“ - ივანე ჩხაიძე

👉 კორონავირუსი, გაციება, ალერგია და გრიპი - განსხვავება დაავადებებს შორის