მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსი წითელას გადადების მაჩვენებლებს გაუტოლდა“ - ეპიდემიოლოგები

„არსებულმა ეპიდვითარებამ, შესაძლოა ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი გამოიწვიოს“
1637559943
COVID-19

„ჯოენის“ სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა მაია კაშიამ და თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა ნათია გორდაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეპიდსიტუაცია საგანგაშოა.

მათი თქმით, არსებულმა ეპიდვითარებამ, შესაძლოა, ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი გამოიწვიოს.

„ყველა ინდიკატორი, რომელიც რეალურად პასუხისმგებელია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, არის ძალიან მომატებული. მცირედი დადებითი დინამიკა ნამდვილად შეიმჩნევა ვაქცინაციის პროცესის მომატების მხრივ, თუმცა, ეს არ არის საკმარისი. თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ, ჩვენი კლინიკები ვერ გაუძლებენ ამ დატვირთვას, დაგვჭირდება საველე ჰოსპიტლები, რომელიც თავის მხრივ ძალიან დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. კორონავირუსი წითელას გადადების მაჩვენებლებს გაუტოლდა“, - განაცხადა ეპიდემიოლოგმა მაია კაშიამ.

ეპიდსიტუაციის საგანგაშო მაჩვენებელზე და ვაქცინაციის დაბალ ტემპზე, ასევე, ისაუბრა თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა ნათია გორდაძემ.

„ვითარება კვლავ რთულია, ეს გამოწვეულია იქიდან გამომდინარე, რომ  მოსახლეობა არ არის ჩართული იმუნიზაციის პროცესში.  საზოგადოების ნაწილი არღვევს რეგულაციებს. 80 ადამიანის გარდაცვალება მხოლოდ კორონავირუსული ინფექციით, ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი. გამოსავალი არის ვაქცინაცია, რაც ჩვენ აგვარიდებს ინფიცირების მძიმე ფორმას“, - აცხადებს ნათია გორდაძე.

⚫ „საველე ჰოსპიტლის გახსნა სამწუხაროდ რეალურია“ - ივანე ჩხაიძე

⚫ „ინფიცირების შემთხვევაში ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა აღინიშნება“ - მეან-გინეკოლოგი

⚫ „ვითარება საგანგაშოა, ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად მაღალია“ - მარინა ენდელაძე

⚫ დღეს საქართველო დამარცხებულია - ამას ჰქვია სამოქალაქო ომი“ - გიორგი ფხაკაძე