მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ ბავშვს ღებინება აქვს და სითხეს ვერ იღებს, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი - მაია ჩხაიძის რეკომენდაციები

„რეანიმაციაში უფრო მეტად წლამდე ასაკის ბავშვები წვანან“
1644224824
COVID-19

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ, „TV პირველის“ ეთერში ბავშვებში ომიკრონით ინფიცირების შესახებ ისაუბრა. მაია ჩხაიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მშობელმა მაღალი ტემპერატურის დროს ბავშვს მედიკამენტი მისცა და სიცხემ არ დაუწია, მომდევნო მედიკამენტი 6 საათის შემდეგ უნდა მისცეს.

„არ შეიძლება სიცხის დამწევის შემთხვევაში ინტერვალის შემცირება. მშობლებს უნდათ, რომ 30-40 წუთში დაუწიოს ბავშვს ტემპერატურა. ეს ასე არ ხდება. საშუალოდ 1 საათია საჭირო, რომ დაიკლოს ტემპერატურამ. ვირუსული ინფექციების დროს და მათ შორის, ომიკრონის შემთხვევაშიც, მაღალი ტემპერატურა სწრაფად არ ჩამოდის დაბალ ციფრებზე. ინტერვალი უნდა იყოს 6 საათი. დღის განმავლობაში 4-ჯერ შეიძლება პაციენტმა მიიღოს წამალი“, - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

მაია ჩხაიძემ, ასევე, ისაუბრა, რა შემთხვევაშია საჭირო ბავშვთა ჰოსპიტალიზება.

მისი თქმით, თუ ბავშვს სიცხე არ უკლებს და არ იღებს სითხეებს, უმჯობესია მისი კლინიკაში მოთავსება.

ჩხაიძემ, ასევე, აღნიშნა, რომ ომიკრონის ორივე B1 და B2 შტამი ბავშვებში უფრო მეტად გადამდებია, თუმცა მძიმედ არ მიმდინარეობს.

„ომიკრონის ორი შტამი არის გავრცელებული B1 და B2. B2 კიდე უფრო მეტად გადამდებია, ისევე როგორც წითელა, როდესაც ბავშვებზე მიდის საუბარი. გადამდებია ეს ორივე შტამი, თუმცა, ჩვენდა საბედნიეროდ, მძიმედ არ მიმდინარეობს. რაც მთავარია, დელტა შტამის დამახასიათებელი ფილტვების დაზიანება არ ახასიათებს. ომიკრონი ბავშვებში შემოიფარგლება ცხვირის გაჭედვით, სურდოთი, ყელის ტკივილით და მაღალი ტემპერატურით. როგორც წესი, ბავშვებს მესამე დღეს აღარ აქვთ ტემპერატურა და თავს კარგად გრძნობენ. გარდა იმისა, რომ აქვთ მაღალი ცხელება, შესაძლოა ღებინების მომენტიც ჰქონდეთ, რადგან ახალ ომიკრონთან ძალიან ხშირად გამოჩნდა, რომ აქვთ ღებინება.

თუ ბავშვს ღებინება აქვს და სითხეს საერთოდ ვერ იღებს, მთავარია, არა მარტო სიცხის დაკლება, არამედ ორგანიზმის სითხით უზრუნველყოფა. ამისთვის, ბავშვს უნდა დავალევინოთ ელექტროლიტების ხსნარი და წყალი. თუ ამას ვერ ვახერხებთ და შეუპოვარი ღებინება აქვს, ჯობს, რომ ბავშვი ბინის პირობებში არ გავაჩეროთ. ჰოსპიტალიზაციის პირობები ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი და მითითებულია, რომ წლამდე ასაკის ბავშვები უმჯობესია კლინიკაში გადავიდნენ, რადგან შესაძლოა გაუწყლოების მომენტი ჩქარა დადგეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📢 „ომიკრონს“ რეინფიცირების 5-ჯერ მეტი უნარი აქვს“ - ივანე ჩხაიძე

📢 საიდან იწყება იზოლაციისთვის საჭირო 8 დღის ათვლა? - მაია ბუწაშვილის განმარტება

📢 D ვიტამინი კორონავირუსს ებრძვის და პაციენტებს სერიოზული ავადმყოფობის ან სიკვდილის რისკის შემცირებაში ეხმარება - კვლევა

📢 „კორონავირუსის დონე ცხვირსა და ყელში პიკს ხუთი დღის შემდეგ აღწევს“ - ზაზა წერეთელი

📢 სად და როდის იკავებს სხეულს ვირუსი - მიზანმიმართული ინფიცირება კოვიდზე უნიკალურ ინფორმაციას იძლევა - BBC

📢 იმუნური სისტემა ზოგჯერ ჩვენი მტერი ხდება - BBC