მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ ხდება კორონავირუსის შტამის ზუსტად დადგენა? - კავკასიძის განმარტება

ქართულ-ამერიკული კლინიკის დამფუძნებელი
1644235804
COVID-19

ქართულ-ამერიკული კლინიკის დამფუძნებელმა გიორგი კავკასიძემ „იმედის“ ეთერში იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ხდება ზუსტად იმის დადგენა, რომელი შტამი აქვს ადამიანს.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა იმის ძიებას, რომელი შტამით არის ადამიანი ინფიცირებული.

როგორც კავკასიძე აღნიშნავს, მაღალი რისკის ჯგუფებში „ომიკრონი“ იგივე გართულებებს იწვევს, რასაც დელტა.

„ვირუსის შტამის დადგენა ზუსტად ხდება მხოლოდ ერთი მეთოდით, რომელსაც ჰქვია ახალი თაობის სეკვენირება. ეს არის მოლეკულური მეთოდი, მაღალ ტექნოლოგიური და ძვირიანი. ერთი რეაქცია ამ მეთოდით გრძელდება 48 საათი და მინიმუმ 150 დოლარი ღირს. ამის გაკეთება კომერციული მიზნით თითქმის შეუძლებელია. ამას აკეთებენ ლუგარის ცენტრში, თუმცა ყოველდღე ამას ვერ გააკეთებენ, რათა ფინანსურად საქართველოს ამის საშუალება არ აქვს. აქედან გამომდინარე, მუტაციების თანაფარდობა ზუსტად არ ვიცით და ვარაუდის დონეზე ვიცით, რომ უმეტესობა ალბათ არის „ომიკრონი“, თუმცა არც ის დელტა და დელტა პლუსი არსად არ წასულა, ამიტომ ის გადაწყვეტილება, რომ არის 8-დღიანი იზოლაცია, გონივრულია. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი შტამი გვაქვს. მაღალი რისკის ჯგუფებში „ომიკრონი“ იგივე გართულებებს იწვევს, რასაც იწვევდა დელტა და ჩინური შტამი“, - აცხადებს ქართულ-ამერიკული კლინიკის დამფუძნებელი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ომიკრონს“ რეინფიცირების 5-ჯერ მეტი უნარი აქვს“ - ივანე ჩხაიძე

👉 უფრო ზუსტი იქნება, თუ გავითვალისწინებთ სიმპტომების დაწყების და არა დადასტურების პერიოდს - ივანე ჩხაიძე იზოლაციის ვადებზე

👉 რა არის ძირითადი მიზეზი, როდესაც პისიარი ცდომილებას იძლევა? - გიორგი კავკასიძის განმარტება

👉 თუ ბავშვს ღებინება აქვს და სითხეს ვერ იღებს, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი - მაია ჩხაიძის რეკომენდაციები

👉 საიდან იწყება იზოლაციისთვის საჭირო 8 დღის ათვლა? - მაია ბუწაშვილის განმარტება