მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაადრევია იმის თქმა, იწვევს თუ არა „ომიკრონი“მძიმე დაავადებას“ - ენტონი ფაუჩი

ენტონი ფაუჩი
1638341390
COVID-19

„ჯერ ნაადრევია იმის თქმა, იწვევს თუ არა „ომიკრონი“ ვარიანტი მძიმე დაავადებას“, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა

ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის თქმით, 30 ნოემბრის მდგომარეობით, 20 ქვეყანაში ახალი ვარიანტის 226 შემთხვევა დადასტურდა.

„ძალიან რთულია იმის თქმა, გამოიწვევს თუ არა ეს კონკრეტული ვარიანტი მძიმე დაავადებას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წინასწარი ინფორმაცია სამხრეთ აფრიკიდან  გვთავაზობს უჩვეულო სიმპტომებს, ჯერ ადრეა ამის თქმა“, - განაცხადა  ენტონი ფაუჩიმ.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

აცრა სავალდებულო უნდა იყოს მათთვისაც, ვინც კორონავირუსი გადაიტანა - ზაზა წერეთელი

⚫„რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და ბევრი მუტაცია ჩნდება“ - გიორგი ფხაკაძე

 კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება

⚫ მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე

⚫ „საშინელი მუტაცია“ - რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ და რამდენად სწრაფად ვრცელდება ის მსოფლიოში? - BBC