მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონი“დაავადების შედარებით ხანმოკლე მიმდინარეობით ხასიათდება, ნაკლებია ფილტვის ანთების სიხშირე“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნულ ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1644559796
COVID-19

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტმა მეგი კობახიძემ და იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრეს. 

სპეციალისტების თქმით,  მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

ივანე ჩხაიძის თქმით, „ომიკრონის“ დროს ნაკლებ პაციენტს სჭირდება ჟანგბადის მიწოდება.

„ომიკრონი“ ხასიათდება დაავადების შედარებით ხანმოკლე მიმდინარეობით, ნაკლებია ფილტვის ანთების სიხშირე, ნაკლებ პაციენტს სჭირდება ჟანგბადის მიწოდება, ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში მკურნალობა. ჩვენი მოწოდება ვაქცინაციის, ბუსტერ დოზების, ნიღბის ტარების, დისტანცირების მაინც რჩება ძალაში და რაც უფრო კარგად შევასრულებთ, მით უფრო ნაკლები იქნება ინფიცირების მაჩვენებელი და მეტი იქნება ჩვენი მოსახლეობის გადარჩენისა და მართლაც სახიფათო ზონისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტის მეგი კობახიძის  ცნობით, „ომიკრონი“ წინა ვარიანტებთან შედარებით მსუბუქია. 

„ომიკრონი“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება. კლინიკური სიმპტომატიკა და დაავადების სიმძიმე აქ არის შედარებით მსუბუქი. მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, სოციალური დისტანცია და რეკომენდაციების დაცვა. ნიღაბი და პირადი ჰიგიენის დაცვა მექანიკურად აფერხებს ვირუსის გადაცემას“, - აცხადებს მეგი კობახიძე. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

✅ იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდა

✅ მხოლოდ ვირუსმა არ განიცადა მუტაცია, ეს თურმე ადამიანებსაც შეუძლიათ - Deutche Welle

„დადასტურებიდან 6 დღის შემდეგ „ომიკრონით“ ინფიცირებული ადამიანი სხვებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

✅ მეხსიერების დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება და არტერიული წნევის ცვლილება - ხანგრძლივი კოვიდი მზარდ საკითხად რჩება - ზაზა წერეთელი

✅ მაიმუნებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „ომიკრონის“ გამაძლიერებელი შეიძლება, არ იყოს საჭირო - აშშ-ის მკვლევარები

✅ რა არის ძირითადი მიზეზი, როდესაც პისიარი ცდომილებას იძლევა? - გიორგი კავკასიძის განმარტება