მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონის“ ადვილად გადატანა ხდება აცრებისა და ბუსტერ დოზების გამო და არა იმიტომ, რომ ვირუსი დასუსტდა“ - ზაზა წერეთელი

ზაზა წერეთელი
1642940221
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ახალი კვლევის შესახებ წერს, რომელიც ყატარში ჩატარდა. 

როგორც წერეთელი წერს, „ომიკრონის“ ადვილად გადატანა ხდება აცრებისა და ბუსტერ დოზების გამო და არა იმიტომ, რომ ვირუსი დასუსტდა და ამის საილუსტრაციოდ 2 მაგალითი მოჰყავს. 

„კიდევ ორი ნათელი მაგალითი ამის საილუსტრაციოდ:

1) კვლევა ყატარიდან, რომელიც აჩვენებს, რომ ბუსტერი ამცირებს „ომიკრონის“ სიმპტომურ ინფექციებს და რომ ბუსტერის გამო ისინი თითქმის განახევრებულია.

ამ კვლევამ შეადარა დაცვა, რომელსაც იწვევს BNT162b2 (Pfizer-BioNTech) და mRNA-1273 (Moderna) ვაქცინების გამაძლიერებელი დოზები, მხოლოდ ორი დოზით აცრის სერიებთან შედარებით.

კვლევისას 2,232,224 ვაქცინირებულ ადამიანში სულ მცირე ორი დოზით, ორი შესატყვისი, რეტროსპექტული კოჰორტის კვლევა განხორციელდა, რათა გამოეკვლიათ გამაძლიერებელი ვაქცინაციის ეფექტურობა სიმპტომატური SARS-CoV-2 ინფექციის და COVID 19-ის ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის წინააღმდეგ. 

ბუსტერ სტატუსის ასოციაცია ინფექციასთან შეფასდა კოქსის პროპორციული საშიშროების რეგრესიის მოდელების გამოყენებით.

კვლევის შედეგების მიხედვით: BNT162b2-სთვის კუმულაციური სიმპტომური ინფექციის სიხშირე იყო 2.9% (95% CI: 2.8-3.1%) ბუსტერ დოზის კოჰორტაში და 5.5% (95% CI: 5.3-5.7%) პირველადი სერიის კოჰორტაში, 49 დღის შემდეგ.

ბუსტერის ეფექტიანობა პირველად სერიებთან შედარებით იყო 50.1% (95% CI: 47.3-52.8%). mRNA-1273-ისთვის, კუმულაციური სიმპტომური ინფექციის სიხშირე იყო 1.9% (95% CI: 1.7-2.2%) ბუსტერ დოზის კოჰორტაში და 3.5% (95% CI: 3.2-3.9%) პირველადი სერიის კოჰორტაში, 35 დღის შემდეგ.

დაფიქსირდა მძიმე COVID 19-ის ნაკლები შემთხვევები გამაძლიერებლის დოზის კოჰორტებში, ვიდრე პირველადი სერიის კოჰორტებში, მაგრამ მძიმე COVID 19-ის შემთხვევები იშვიათი იყო ყველა კოჰორტაში.

2) გუშინ ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში (JAMA) გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით ბუსტერი 66%-ით ამცირებს სიმპტომური ინფექციების რაოდენობას“, - წერს ზაზა წერეთელი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ ქართველმა ექიმმა კოვიდის საწინააღმდეგო საკვები დანამატი შექმნა

⭕ „სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები

⭕ „სტელს-ომიკრონი“ - ევროპაში ომიკრონის სუბშტამი გამოჩნდა

⭕ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება