COVID-19

„ომიკრონის“ შემთხვევაში სწრაფი ტესტი არის ცრუ უარყოფითი“ - ლევან ფერაძე

ექიმი
1642060920
დაკოპირებულია

ბავშვთა ქირურგის ლევან ფერაძის განცხადებით, კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამის გავრცელება მალე უკონტროლო გახდება. 

ექიმის თქმით, აუცილებელია კონტაქტში მყოფი პირებისთვის პისიარ ტესტი გახდეს უფასო. 

„ომიკრონის“ შემთხვევაში სწრაფი ტესტი არის ცრუ უარყოფითი. ეს უკვე არის ცნობილი ფაქტი. პისიარ კვლევის ფასი სხვადასხვა კლინიკებში და ლაბორატორიებში 70-100 ლარია, რომლის  შესაძლებლობაც მოსახლეობას ნამდვილად არ აქვს. სასურველია, დადასტურებული კონტაქტები მაინც დაფინანსებულ იქნეს. წინააღმდეგ შემთხვევაში „ომიკრონის“ გავრცელებას ვერანაირ საზღვრებს ვერ მოვუნახავთ, უკონტროლო იქნება და პრაქტიკულად ყველას შეგხვდება“, - აცხადებს ლევან ფერაძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

⚫ „ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის ორი მესამედია დაუცველი და აუცრელი“ - აკაკი ზოიძე

⚫ „კორონავირუსი ხდება პაციენტებისთვის ქრონიკული დაავადებების გამწვავების ტრიგერი“ - ნანა გეგეჭკორი

 5 ძირითადი სიმპტომი, რომელიც „ომიკრონს“ ახასიათებს

⚫ რატომ არის „ომიკრონი“ საშიში, თუ ის დელტაზე სუსტია? - მეცნიერების განმარტება

 ნუ თამაშობთ რუსულ „რულეტკას“ - გერმანელი ექსპერტები ომიკრონზე