მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომიკრონს ახასიათებს სურდო, ხველა, ტემპერატურის მომატება... - თამარ გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვბის მინისტრის მოადგილე
1658294258
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც ომიკრონის ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, არის მსუბუქი და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

მისი თქმით, სიმპტომები რომელიც ახასიათებს ომიკრონის მიმდინარეობას არის სურდო, ხველა, ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე, დიარეა. მისივე თქმით, ოჯახის ექიმის მითითებების გათვალისწინებით, ვირუსის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სახლის პირობებში, დამატებითი გამოკვლევებისა და ჰოსპიტალიზაციის გარეშე.

„ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს გაციების და გრიპის შემთხვევაში. ასეთ დროს არ არის საჭირო დამატებითი გამოკვლევები და ჰოსპიტალიზაცია“, - აღნიშნა გაბუნიამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ევროპის ქვეყნებმა ვაქცინაცია უნდა დააჩქარონ და პირბადის ტარების მოთხოვნა დააბრუნონ - ჰანს კლუგე

👉 „ახალი ვარიანტები წამოვიდა ინდოეთიდან - BA2.57, რომელიც ნოემბერში საქართველოშიც იქნება“ - გიორგი ფხაკაძე

👉 პანდემია მალე არ დასრულდება და შენარჩუნდება, როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია, უნდა ვისწავლოთ მასთან „თანაცხოვრება“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „ფრთხილად უნდა ვიყოთ, 50 წელს გადაცილებულებისთვის კორონავირუსის მუტაციაც კი რისკს წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

👉 „შიშით ყველა სურდოიანი ადამიანის დათვლას ვერ დავიწყებთ, მოგვიწევს თანაცხოვრება ამ ინფექციასთან ერთად“ - ბიძინა კულუმბეგოვი