მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაიზერის“ ბუსტერ დოზა „ომიკრონისგან“ დაცვას უზრუნველყოფს - ისრაელის კვლევა

„ფაიზერის“ ბუსტერ დოზა „ომიკრონისგან“ დაცვას უზრუნველყოფს
1639384380
COVID-19

„ფაიზერის“ ვაქცინის 3 დონიანი კურსი კორონავირუსის „ომიკრონის“ ვარიანტისგან მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს,“ - ამის შესახებ ისრაელში ჩატარებული კვლევა ადასტურებს.

„შებას“ სამედიცინო ცენტრისა და ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ვირუსოლოგიის ცენტრალური ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში, მკვლევრებმა  20 ადამიანის სისხლის ნიმუში 5-6 თვის წინ ორი დოზით აცრილი და ერთი თვის წინ გამაძლიერებელი დოზით აცრილი  პირების სისხლის ნიმუშთან შეადარეს.

„ადამიანებს, რომლებმაც მეორე დოზა 5 ან 6 თვის წინ მიიღეს, „ომიკრონის“ განეიტრალების უნარი არ აქვთ, თუმცა დელტა ვარიანტის განეიტრალების გარკვეული შესაძლებლობა რჩება. კარგი ამბავი ის არის, რომ გამაძლიერებელ დოზასთან ერთად ეს შესაძლებლობა დაახლოებით ასჯერ იზრდება. გამაძლიერებელი დოზა მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს“, - აცხადებს „შებას“ სამედიცინო ცენტრის ინფექციური განყოფილების დირექტორი, გილი რეგევ-იოხაიმ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ომიკრონი“ სავარაუდოდ, უკვე საქართველოშია“ - გიორგი ფხაკაძე

⚫ „დიდი ალბათობით, ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამი გვაქვს“ - აკაკი ზოიძე

⚫ „ომიკრონის“ შტამმა ჰოსპიტალიზაცია საფრანგეთში 41%-ით გაზარდა - ზაზა წერეთელი

⚫ როგორ შეუძლიათ მეცნიერებს განაახლონ ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ? - მიკრობიოლოგის განმარტება

 „სამწუხარო ამბავი, რაც ამ ახალ შტამზე ისმის, უკავშირდება რეინფექციის რისკებს“ - ნანა გეგეჭკორი

 რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება დელტა შტამისგან?

⚫ ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი