მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხველა, გამონაყარი, მუცლის ტკივილი“ - რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა პოსტკოვიდურ პერიოდში

ივანე ჩხაიძე
1642864489
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, არსებობს განსაზღვრული სიმპტომები ბავშვებში, რომლებსაც პოსტკოვიდურ პერიოდში მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. 

როგორც მან „ქრონიკის“ ეთერში აღნიშნა, პირველ რიგში, საყურადღებოა ტემპერატურის მომატება, რასაც სხვა რამდენიმე სხვა სიმპტომიც ემატება. 

„პოსტკოვიდური პერიოდისთვის ჩვენ გვაქვს გარკვეული საზღვრები. ეს არის მწვავე ფაზის გადატანიდან 4-6 კვირა. ამ პერიოდში ვითარდება, შედარებით იშვიათად, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია ეს გართულება - ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. პირველ რიგში ის გულისხმობს მაღალ ტემპერატურას და ტემპერატურასთან ერთად რამდენიმე სისტემის ჩართვას დაავადების პროცესში.

ეს შეიძლება იყოს ხველა და ნაწლავთა მოქმედების გახშირება, კანზე გამონაყარი და მუცლის ძლიერი ტკივილი, შეშუპება და ა.შ. ეს საკმაოდ სერიოზული გართულებაა, მაგრამ ძალიან იშვიათი. საქართველოში მხოლოდ 100-მდე შემთხვევაა დადასტურებული ლაბორატორიულად.

თუ ჩავთვლით, რომ 100 000-მდე ბავშვია ინფიცირებული საქართველოში, აქედან 100 შემთხვევა საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

ყველა ასეთი შემთხვევის მართვა წარმატებით განხორციელდა და ძალიან ბევრმა მშობელმა ჩვენგან გაიგო, რომ მისი შვილი ინფიცირებული იყო კორონავირუსით. ამიტომ საყურადღებო ნიშნად ისევ ტემპერატურის მატება რჩება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ამავე თემაზე:

⭕ „სტელს-ომიკრონი“ - ევროპაში ომიკრონის სუბშტამი გამოჩნდა

⭕ „ბინაზე მყოფ პაციენტებს, რომლებსაც ექიმი ვერ უკავშირდება, რამდენიმე მარტივი წესი უნდა ახსოვდეთ ...“ - ბუწაშვილის რეკომენდაცია

⭕ „სტატისტიკის წარმოებას აზრი აღარ აქვს, „ომიკრონი“ ყველას შეგვხვდება“ - ლევან ფერაძე

⭕ ომიკრონი გაციებას ჰგავს, კოვიდგადატანილი ომიკრონისგან დაცულია - ფაქტები და მითები ომიკრონის შესახებ

⭕ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება