მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შემთხვევების 70% „ომიკრონზე“ მოდის“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე Pia.ge
1642682303
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, „ომიკრონი“ საქართველოში დომინანტი გახდა. 

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი აცხადებს, ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 70% „ომიკრონზე“ მოდის. 

„ომიკრონის“ ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება. ოფიციალურად, ლაბორატორიულად დადასტურებულია 1 400-მდე შემთხვევა. ლიდერობს თბილისი, შემდეგ კი იმერეთი და აჭარა მოდის - ცირკულაციის პროცენტის თვალსაზრისით. მაგრამ ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები. ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 70% მოდის „ომიკრონზე“. თბილისში ეს პროცენტი უფრო მაღალია და გახლავთ 80%, ხოლო რეგიონში 40-60%. დღეს თუ ვთვლით, რომ 70%-ია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის დომინანტია, თუმცა, რა თქმა უნდა, ცირკულირებს სხვა შტამებიც“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

⚫ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⚫ იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება

⚫ „გარანტია, რომ „ომიკრონი“ მსუბუქია, არ არსებობს, ის ჯერ კიდევ სასიკვდილო დაავადებაა“ - ერიკ ტოპოლი

⚫ „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

⚫ „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია და პანდემიას ზაფხულში დავასრულებთ“ - აკაკი ზოიძე

⚫ რატომ არ ღირს დაგემართოს „ომიკრონი“ - კულუმბეგოვის განმარტება