COVID-19

„სტატისტიკის წარმოებას აზრი აღარ აქვს, „ომიკრონი“ ყველას შეგვხვდება“ - ლევან ფერაძე

ექიმი
1642751120
დაკოპირებულია

ბავშვთა ქირურგის ლევან ფერაძის განცხადებით, საქართველოში „ომიკრონის“ შტამის გავრცელება კონტროლს აღარ ექვემდებარება, რის გამოც ის მოსახლეობის 99%-ს შეხვდება. 

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში სტატისტიკის წარმოება აზრს კარგავს. 

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება. მეტსაც გეტყვით, რომ სტატისტიკის წარმოებასაც საერთოდ აზრი აღარ აქვს. თუ ეს იქნება მასობრივი და მოიცავს 1-1,5 მლნ ადამიანს, გარკვეულწილად ჰოსპიტალურ სექტორს მაინც დააწვება და მზად ვართ ამისთვის თუ არა, არ ვიცი. 

ამასთან, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი დაწოლა იქნება პირველადი ჯანდაცვის რგოლზე და რესურსი ნამდვილად არ იქნება საკმარისი. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი დავავადდებით საბოლოო ჯამში. ალბათ ერთეულები გადარჩებიან, 99%-ს შეგვხვდება „ომიკრონი“, - აღნიშნა ლევან ფერაძემ. 

ომიკრონი გაციებას ჰგავს, კოვიდგადატანილი ომიკრონისგან დაცულია - ფაქტები და მითები ომიკრონის შესახებ

აგრეთვე წაიკითხეთ: 

⚫ „ხველა, გამონაყარი, მუცლის ტკივილი“ - რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა პოსტკოვიდურ პერიოდში

„სტელს-ომიკრონი“ - ევროპაში ომიკრონის სუბშტამი გამოჩნდა

„ბინაზე მყოფ პაციენტებს, რომლებსაც ექიმი ვერ უკავშირდება, რამდენიმე მარტივი წესი უნდა ახსოვდეთ ...“ - ბუწაშვილის რეკომენდაცია

⚫ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⚫ „გარანტია, რომ „ომიკრონი“ მსუბუქია, არ არსებობს, ის ჯერ კიდევ სასიკვდილო დაავადებაა“ - ერიკ ტოპოლი

⚫ „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“