მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბინაზე მყოფ პაციენტებს, რომლებსაც ექიმი ვერ უკავშირდება, რამდენიმე მარტივი წესი უნდა ახსოვდეთ ...“ - ბუწაშვილის რეკომენდაცია

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი Pia.ge
1642794457
COVID-19

ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რეკომენდაციით იმ კოვიდპაციენტებს მიმართავს, რომლებიც ბინაზე იმყოფებიან და ექიმი ვერ უკავშირდება. 

ბუწაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ინფიცირებულთა დიდ ნაწილს არავითარი დახმარება არ სჭირდება, ყველა პაციენტს აუცილებლად ესაჭიროება ექიმთან კავშირი.

ბუწაშვილის თქმით, კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ პაციენტმა აუცილებლად რაიმე წამალი უნდა მიიღოს.

მისი განმარტებით, კოვიდპაციენტების უმრავლესობას არავითარი წამალი არ სჭირდება.

„ომიკრონის შემთხვევების ზრდასთან ერთად ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალურად მზად უნდა იყოს მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ამჟამად უფრო დიდი პრობლემაა ბინაზე მართვაში ჩართული ექიმების დეფიციტი.

მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტები და უსიმპტომოებიც კი ღელავენ და დიდი უკმაყოფილებაა იმაზე, რომ ექიმი არ დაუკავშირდა ან ერთხელ დაუკავშირდა და შემდეგ აღარ. ოჯახის ექიმები უკიდურესად გადატვირთულები არიან და მათთვის საყვედურის თქმა ნამდვილად არასწორია.

თუმცა პაციენტების უკმაყოფილებაც გასაგებია. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ინფიცირებულთა დიდ ნაწილს არავითარი დახმარება არ სჭირდება, ყველა პაციენტს აუცილებლად ესაჭიროება ექიმთან კავშირი.

ამიტომ ამ რგოლში (ანუ დისტანციური მეთვალყურეობის) რაც შეიძლება მეტი ექიმის ჩართვა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. (ალბათ სხვა პროფილის ექიმების სწრაფად ტრენინგი და კოვიდზე კონსულტირებაში ჩართვაც კარგი იქნებოდა).

მანამდე კი ბინაზე მყოფმა პაციენტებმა უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ ჩავარდნენ სასოწარკვეთილებაში იმის გამო, რომ ექიმი არ/ვერ უკავშირდება და ახსოვდეთ რამდენიმე ძალიან მარტივი წესი (რაც ძალიან ხშირად გაჟღერებულა, ახალი არაფერია, მაგრამ კიდევ ერთხელ გამეორება ალბათ არ იქნება ზედმეტი ამჟამინდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით):

✔️  კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაიმე წამალი უნდა მიიღოთ. უმრავლესობას არავითარი წამალი არ სჭირდება

✔️  ომიკრონისთვის ზოგჯერ დამახასიათებელია ყელის ძლიერი  ტკივილი, რაც ადამიანებს ძალიან აშინებთ. ტკივილი მართლაც ძალიან შემაწუხებელია, მაგრამ როგორც წესი, არავითარ გართულებებს არ იწვევს და რამდენიმე დღე თუ მოითმენთ, აუცილებლად გაივლის. შეიძლება დავეხმაროთ გამაყუჩებლებით და სავლებით

✔️ ისევ აქტუალურია სატურაციის ზომვა. კიდევ ერთხელ შეხსენებისთვის, თითი თბილი უნდა იყოს გაზომვისას. ნორმალური მაჩვენებელია ჟანგბადის შემცველობა 94-ზე მეტი

✔️ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია გარკვეული კვლევები, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ყველა ინფიცირებულმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს. ამას ექიმი წყვეტს და თუ აუცილებლად არ მიაჩნია, ამის გამო ნუ ვეჩხუბებით ექიმებს

✔️ თქვენივე სასიკეთოდ გირჩევენ, რომ არ გჭირდებათ ტომოგრაფია და ხშირად ლაბორატორიული კვლევებიც, რომელთა გასაკეთებლად ზოგჯერ რიგებში მოგიწევთ დგომა, ხშირად სრულიად არასაჭიროდ

✔️ გადასხმები კოვიდის დროს - კოვიდს გადასხმები არ სჭირდება. თუ სითხის მიღება შეგვიძლია, გადასხმის არავითარი საჭიროება არ არსებობს. გადასხმა არ არის მკურნალობა, უბრალოდ სითხის შევსებაა.

✔️ საყურადღებო სიმპტომები, რომლის დროსაც სამედიცინო დახმარებას უნდა მოვუხმოთ, არის გულმკერდის არეში ტკივილი და ზეწოლა, გამოფხიზლების გაძნელება, მნიშვნელოვნად გამოხატული ქოშინი

✔️ სიცხე, თუნდაც მაღალი, ჩვეულებრივი სიმპტომია და არ ნიშნავს, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. თუ დაავადების მიმდინარეობისას ტემპერატურა დაუბრუნდა ნორმალურ ციფრებს სიცხის დამწევის გარეშე და შემდეგ დღეებში ისევ მკვეთრად მოიმატა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება საყურადღებო იყოს.

✔️  იზოლაციის ვადა შემცირდა 8 დღემდე უსიმპტომო და მსუბუქი შემთხვევებისთვის“, - აცხადებს ბუწაშვილი. 

ამავე თემაზე:

⭕ ქართველმა ექიმმა კოვიდის საწინააღმდეგო საკვები დანამატი შექმნა

„ხველა, გამონაყარი, მუცლის ტკივილი“ - რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა პოსტკოვიდურ პერიოდში

„სტელს-ომიკრონი“ - ევროპაში ომიკრონის სუბშტამი გამოჩნდა

⭕ „სტატისტიკის წარმოებას აზრი აღარ აქვს, „ომიკრონი“ ყველას შეგვხვდება“ - ლევან ფერაძე

⭕ ომიკრონი გაციებას ჰგავს, კოვიდგადატანილი ომიკრონისგან დაცულია - ფაქტები და მითები ომიკრონის შესახებ

⭕ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება