მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

11 მაისს რუსები „აზოვსტალში“ ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად ემზადებიან - უკრაინელი დეპუტატი

ქიმიური იარაღი

მარიუპოლის საკრებულოს დეპუტატმა ალექსანდრე ლაშინმა თავისი წყაროებიდან შეიტყო, რომ 11 მაისს რუსი დამპყრობლები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე უკრაინელი დამცველების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად ემზადებიან.

„ახლა გავიგე, რომ 11-ში „აზოვსტალზე“ დიდ ქიმიურ შეტევას ამზადებენ.

მარიუპოლის ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ხვალიდან არ გამოვიდნენ ქუჩებში: ჩვენი ბიჭების, ჩვენი გმირების გამოყვანა უნდათ „აზოვსტალიდან“, ვერაფერს აკეთებენ და უნდათ, გამოიყენონ ისეთი „გენოციდური“ ხერხები, როგორიცაა ქიმიური იარაღი“, - განაცხადა ლაშინმა.

ლაშინმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, აღკვეთონ ქიმიური იარაღის გამოყენება რუსი სამხედროების მიერ მარიუპოლის ტერიტორიაზე.

მისი თქმით, ქალაქში დიდი რაოდენობითაა მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც, ასევე, დაზარალდებიან ქიმიური იარაღის გამოყენებით.

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ რუსეთმა შავ ზღვაში კალიბრის ტიპის საზღვაო საკრუიზო რაკეტების რაოდენობა გააორმაგა - ალექსანდრე მოტუზიანიკი

✔️ „რუსეთი დონბასის პრობლემას მშვიდობიანად გადაწყვეტდა, ამის საშუალება რომ მისცემოდა“ - ვლადიმერ პუტინი

✔️ „შეიძლება უმართავი გახდეს“ - ჩინეთის პრეზიდენტი უკრაინა-რუსეთის ომზე

✔️ „ყველაზე ცუდ სიზმარშიც შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ უკრაინაში ნაციზმი კვლავ ასწევდა თავს“ - ალექსანდრე ლუკაშენკო

✔️ 🎥 რუსეთის ელჩს პოლონეთში ფაშისტი ეძახეს და წითელი საღებავი შეასხეს