მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთი დონბასის პრობლემას მშვიდობიანად გადაწყვეტდა, ამის საშუალება რომ მისცემოდა“ - ვლადიმერ პუტინი

კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს დონბასის პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ერთი შანსი მაინც რომ მისცემოდა, ის გამოიყენებდა, მაგრამ ასეთი შანსი არ მიეცა.

პუტინმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის სპეცოპერაცია უკრაინაში გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და უდავოა, რომ ყველა დავალება შესრულდება. რუსეთის ლიდერმა ასეთი განცხადება დონბასში დაღუპული სპარტის ბატალიონის მეთაურის, ვლადიმირ ჟოგას მამასთან, არტემ ჟოგასთან შეხვედრისას გააკეთა.

პრეზიდენტმა არტემ ჟოგას რუსეთის გმირის ვარსკვლავი გადასცა, რომელიც მის შვილს სიკვდილის შემდეგ გადაეცა.

„ერთი შანსი მაინც რომ ყოფილიყო ამ პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრის, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებდით ამ შანსს, მაგრამ მათ ეს შანსი არ დაგვიტოვეს, უბრალოდ არ მოგვცეს. უბრალოდ არ იყო სხვა არჩევანი“, - განაცხადა პუტინმა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ „შეიძლება უმართავი გახდეს“ - ჩინეთის პრეზიდენტი უკრაინა-რუსეთის ომზე

✔️ „ყველაზე ცუდ სიზმარშიც შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ უკრაინაში ნაციზმი კვლავ ასწევდა თავს“ - ალექსანდრე ლუკაშენკო

✔️ 🎥 რუსეთის ელჩს პოლონეთში ფაშისტი ეძახეს და წითელი საღებავი შეასხეს

✔️ ყველაფერს, რაც ადამიანებმა ომის შედეგად დაკარგეს, დამპყრობლის ხარჯზე დავიბრუნებთ - უკრაინის პრემიერი

✔️ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავიდა