მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„48 საათში ნამდვილად არ დაიწყება ომი“ - კახა გოგოლაშვილი

რონდელის ფონდის დირექტორი კახა გოგოლაშვილი

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა „TV პირველის“ ეთერში რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, აჟიოტაჟი რაც დღესაა შექმნილი, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას მოჰყვა. 

როგორც გოგოლაშვილმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ომის დაწყებას გადაწყვეტს, ეს 48 საათში არ მოხდება და სავარაუდოდ, 10-14 დღეშია მოსალოდნელი.

„ყველაფერი აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდებიდან დაიწყო. ამის გარშემოა აჟიოტაჟი ატეხილი. მე ვფიქრობ, ის გამოცდილება, რომელიც აშშ-მა გამოიარა ავღანეთში, ადმინისტრაციას აშინებს, რომ იგივე არ განმეორდეს უკრაინაში, იმიტომ რომ, ომი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ მომენტში. სამხედრო მანქანა დაქოქილია რუსეთში და არავინ იცის, როდის შეიჭრება უკრაინაში. ამიტომ ამერიკის ადმინისტრაციას არ უნდა, რომ ომის დაწყების მომენტში იქ მისი მოქალაქეები იყვნენ. რადგან უკრაინიდან მათი გამოყვანა გაუჭირდებათ და ამიტომ გააკეთა ეს განცხადება წინსწრებით. ამ განცხადების გაკეთება ნიშნავს, რომ 48 საათში ნამდვილად არ დაიწყება ომი, უფრო მოსალოდნელია 10-14 დღეში, თუ საერთოდ დაიწყება ომი“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.  

გოგოლაშვილმა, ასევე, რუსეთის მზადყოფნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთს ომის მოგება არ გაუჭირდება, მაგრამ პოლიტიკურად და ეკონომიკურად წააგებს. 

„რუსეთმა ბალტიის ფლოტიდან წამოიყვანა 6 სადესანტო ხომალდი და გააძლიერა სადესანტო შესაძლებლობები შავ ზღვაში. რამდენადაც ვიცი, ეს ხომალდები უკვე შემოვიდნენ შავ ზღვაში. ასე ჩანს, რომ რუსეთი ემზადება დესანტირებისთვის. სხვა მიმართულებებთან ერთად ამ მიმართულებასაც აძლიერებს. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საველე ჰოსპიტალი გაშალეს ბელარუსში, უკრაინის საზღვართან ახლოს. გასაგებია, რომ სიტუაცია დაძაბულია, თუმცა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ომი აუცილებლად დაიწყება. რომ ავწონოთ ეს ყველაფერი, პოლიტიკურად რუსეთს ომი არ უნდა აწყობდეს. მაგრამ პარადოქსი მაგაშია, რომ როდესაც სამხედრო მანქანა ასე მოიმართება და როდესაც ყველაფერი გამზადებულია ომისთვის, ძალიან დიდი რისკია იმისა, რომ ომი დაიწყოს. ერთი გასროლაც კი შეიძლება გახდეს მაპროვიცირებელი. რუსეთი ამ ომით პოლიტიკურად წააგებს და ეკონომიკურადაც დიდი ზიანი მიადგება“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

ამავე თემაზე:

📢 „რუსეთს ზურგს უკან მარცხენა ხელში იარაღი აქვს და მარჯვენა ხელი გამოწვდილი აქვს ხელის ჩამოსართმევად“ - პაატა ზაქარეიშვილი

📢 „უკრაინა-რუსეთს შორის ომი თუ დაიწყო, რუსები ჩვენი პორტების ბლოკირებას მოახდენენ“ - კახა გოგოლაშვილი

📢 ბაიდენი: ამერიკელებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა, საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან

📢 რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 8-ჯერ დაარღვიეს - აღმოსავლეთ უკრაინაში შეტაკებები განახლდა