მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახლაც აშშ-მა შექმნა კოალიცია ნატოსა და ევროკავშირის წევრებისგან, რომელთაც იგივე ამოცანა აქვთ - „რუსული საკითხის“ საბოლოო გადაწყვეტა“ - ლავროვმა რუსები ებრაელებს შეადარა, დასავლეთი კი ჰიტლერს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსები ებრაელებს შეადარა, დასავლეთი კი ჰიტლერს და ნაპოლეონს. 

„ისევე, როგორც ნაპოლეონმა მოახდინა თითქმის მთელი ევროპის მობილიზება რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, როგორც ჰიტლერმა მოახდინა მობილიზება და დატყვევება, იარაღის ქვეშ მოაქცია ევროპის ქვეყნების უმეტესობა და მიმართა ისინი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ახლაც შეერთებულმა შტატებმა შექმნა კოალიცია ნატოსა და ევროკავშირის წევრი თითქმის ყველა ევროპელისგან, რომელთაც იგივე ამოცანა აქვთ - „რუსული საკითხის“ საბოლოო გადაწყვეტა“, - განაცხადა ლავროვმა.

განცხადებები, რომლებიც ლავროვმა 18 იანვარს გააკეთა:

⭕ „საქართველო დასავლეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფება, თუმცა მას უძლებს, ამას პატივს ვცემთ“ - ლავროვი

⭕ ლავროვი: იმედი მაქვს, საქართველოსთან პირდაპირ ფრენებს მალე განვაახლებთ

⭕ „ზელენსკისთან საუბარი არ შეიძლება“ - ლავროვი

ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა საქართველოსთან ურთიერთობები ააწყონ - ლავროვი

⭕ ლავროვის განცხადებით, ზელენსკი კონფლიქტის მოსაგვარებლად აბსურდულ სამშვიდობო ინიციატივებს აყენებს

⭕ რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დასრულდება და მოსკოვი თავის სიმართლეს დაიცავს - ლავროვი