მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ზელენსკისთან საუბარი არ შეიძლება“ - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებას არ აპირებს. 

მისივე თქმით, რუსეთი მზადაა, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის დასავლეთისგან სერიოზული წინადადებები განიხილოს. 

„ზელენსკისთან საუბარი არ შეიძლება. რუსეთი მზადაა განიხილოს დასავლეთის სერიოზული წინადადებები უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი წინადადებები არ ყოფილა. ისინი ამბობენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებისთვის, ჩვენ კი თითქოს არ ვართ მზად, ეს ყველაფერი დასავლური სიცრუეა. ჩვენ მზად ვიქნებით ნებისმიერი სერიოზული წინადადებისთვის, სერიოზულ წინადადებებს ჯერ ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ლავროვმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ პუტინმა, შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღა დღეს გამოაცხადოს - ISW

✔️ „დიდი ალბათობით, უკრაინის ჯარებმა სოლედარი დატოვეს“ - ბრიტანული დაზვერვა

✔️ პუტინს ჯერ კიდევ ჰყავს საიდუმლო მოკავშირეები ევროპაში - პედრო სანჩესი

✔️ ჰენრი კისინჯერის განცხადებით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება მიზანშეწონილი მშვიდობის დამყარების შემდეგ იქნება

✔️ რუსეთი უკრაინის რუსოფობიურ დიქტატურად გადაქცევას არ შეეგუება - ვასილი ნებენზია