მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა საქართველოსთან ურთიერთობები ააწყონ - ლავროვი

ენგურის ხიდი

ჩვენ მხარს ვუჭერთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

👉 ლავროვი: იმედი მაქვს, საქართველოსთან პირდაპირ ფრენებს მალე განვაახლებთ

„ურთიერთობების ნორმალიზებას მხარს ვუჭერთ, იქ არის დიალოგის მექანიზმი, რომელშიც ჩვენც ვმონაწილეობთ“, - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა ჟენევის დისკუსიებში დასავლეთის წარმომადგენლები გააკრიტიკა. მისი თქმით, ევროკავშირი, ეუთო, გაერო და აშშ ცდილობენ, რომ ეს  ფორმატი უკრაინის ამბების მძევლად აქციონ.

ლავროვმა, ასევე, აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ დიდი ხნის წინ წამოაყენა ცხინვალთან და სოხუმთან ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის იდეა, რაც რუსი მინისტრის აზრით, შეიძლება ნდობის აღდგენის წინაპირობა გახდეს. 

განცხადებები, რომლებიც ლავროვმა 18 იანვარს გააკეთა:

„საქართველო დასავლეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფება, თუმცა მას უძლებს, ამას პატივს ვცემთ“ - ლავროვი

ლავროვი: იმედი მაქვს, საქართველოსთან პირდაპირ ფრენებს მალე განვაახლებთ

„ზელენსკისთან საუბარი არ შეიძლება“ - ლავროვი

„ახლაც აშშ-მა შექმნა კოალიცია ნატოსა და ევროკავშირის წევრებისგან, რომელთაც იგივე ამოცანა აქვთ - „რუსული საკითხის“ საბოლოო გადაწყვეტა“ - ლავროვმა რუსები ებრაელებს შეადარა, დასავლეთი კი ჰიტლერს

ლავროვის განცხადებით, ზელენსკი კონფლიქტის მოსაგვარებლად აბსურდულ სამშვიდობო ინიციატივებს აყენებს

რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დასრულდება და მოსკოვი თავის სიმართლეს დაიცავს - ლავროვი